გია ხუხაშვილი ბოლო დროს მამუკა მდინარაძის პირადი კომენტატორის ფუნქციას ითავსებს
მთავარი

გია ხუხაშვილი ბოლო დროს მამუკა მდინარაძის პირადი კომენტატორის ფუნქციას ითავსებს

გია ხუხაშვილი ბოლო დროს მამუკა მდინარაძის პირადი კომენტატორის ფუნქციას ითავსებს
ipn.ge

2017-04-21 15:49:46

გია ხუხაშვილი ბოლო დროს მამუკა მდინარაძის პირადი კომენტატორის ფუნქციას ითავსებს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მდინარაძის კომენტარისადმი ხუხაშვილის შეფასებას.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ „მამუკას მიმართ ექსპერტების დაინტერესება სულ უფრო იზრდება“.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბოლო დროს ბატონი გია ხუხაშვილი ჩემი მეგობრის და კოლეგის, მამუკა მდინარაძის პირადი კომენტატორის ფუნქციას ითავსებს. როგორც კი ოპოზიციაზე აკეთებს შეფასებებს - ბატონი გია აუცილებლად ეხმაურება.

როგორც ჩანს, მამუკას მიმართ ექსპერტების დაინტერესება სულ უფრო იზრდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც ცნობილია, ”ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის, რასაც მმართველ გუნდში არ ეთანხმებიან. როგორც ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, უმრავლესობა ვერ მიიღებს მსგავს შემოთავაზებას და ისინი არ აპირებენ ”ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით” სიარულს. აღნიშნული განცხადების გამო მდინარაძე დღეს პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაუგებარია, რა შუაშია პლებისციტთან ელცინი. „დაგვმოძღვრა პოლიტიკურმა „მძიმეწონოსანმა“ აბსურდული კომენტარებით“, - განაცხადა ხუხაშვილმა. 
ქრისტიანობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში

ქრისტიანობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში

პეტრო პოროშენკო დავოსში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება

პეტრო პოროშენკო დავოსში აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება

თურქეთის შეიარაღებული ძალების არტილერიამ აფრინის რაიონში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

თურქეთის შეიარაღებული ძალების არტილერიამ აფრინის რაიონში ქურთების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

„თალიბანის“ „ბოევიკებმა“ სამთავრობო ძალების 18 წევრი მოკლეს

„თალიბანის“ „ბოევიკებმა“ სამთავრობო ძალების 18 წევრი მოკლეს

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს

აშშ-ში ქართველი მამაკაცი მოკლული იპოვეს

აშშ-ში ქართველი მამაკაცი მოკლული იპოვეს

სირიის ტერიტორიიდან თურქეთში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

სირიის ტერიტორიიდან თურქეთში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80