გია ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე პლებისციტის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს
მთავარი

გია ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე პლებისციტის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს

გია ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე პლებისციტის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს
ipn.ge

2017-04-21 16:01:54

პარლამენტის ვიცე სპიკერი, გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს. როგორც დეპუტატმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ საკითხებზე ისედაც საკმაოდ ფართო განხილვები იქნება.

”იქნება სახალხო განხილვები. ამ განხილვის წინ აუცილებლად უნდა იყოს განმარტებითი მუშაობა ჩატარებული. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ ოპონენტების ხმამაღალ განცხადებებს ვისმენთ და მედიას არ ჰქონია პრაქტიკულად საშუალება დეტალებში გაიაროს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ პროექტში იქნება ჩამოყალიბებული. საბოლოო სხდომის შემდეგ გაცილებით უფრო ნათელი იქნება ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს შესწორებები. რამდენიმე საკამათო თემასთან დაკავშირებითაც უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია იქნება ჩამოყალიბებული. შემდეგ ამ პოზიციებით გავდივართ საზოგადოებაში. მე არ ვფიქრობ, რომ პლებისციტი საჭირო იყოს. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ფართო განხილვები იქნება. კარგი იქნება თუ მედიაც უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ამ შესწორებებს და გამოხშირავს ამ კომენტარებიდან პოლიტიკური სპეკულაციების მცდელობებს და ვილაპარაკებთ საქმეზე”, - განაცხადა ვოლსკიმ.

”ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ”ევროპული საქართველოს” ინიციატივა შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხს - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემას და საპარლამენტო არჩევნების სისტემას.

 

  
ცესკოს თავმჯდომარე ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი

ცესკოს თავმჯდომარე ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი

La Vanguardia:  ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ლიკვიდირებულია

La Vanguardia: ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ლიკვიდირებულია

დონალდ ტუსკი:  ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში

დონალდ ტუსკი: ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში

დონალდ ტრამპი: აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში

დონალდ ტრამპი: აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში

კატალონიის პოლიცია ადასტურებს, რომ ბარსელონას ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

კატალონიის პოლიცია ადასტურებს, რომ ბარსელონას ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

ირკლი კობახიძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ირკლი კობახიძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80