ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დედა-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
მთავარი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დედა-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დედა-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
for.ge

2017-04-21 17:06:39

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედა-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ხ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“, მეორე ნაწილის ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, 19, 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ 30-მდე სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი 21 ტომად წარდგენილი მტკიცებულებები გამოიკვლია, დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი - დანა, რომელზეც გ.ხ.-ს და მოკლული დედა-შვილის დნმ აღმოჩნდა, ასევე ნ. რ.-ს საცხოვრებელი ბინიდან მოპარული ოქროს ნივთები.  

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 22 თებერვალს, ბრალდებულმა გ.ხ.-მ ფონიჭალაში მისსავე საცხოვრებელ ბინაში  ნ. რ.-ს და მის სამი წლის შვილს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ  ოჯახის კუთვნილ ოქროს ნივთებს დაეუფლა, კვალის განადგურების მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.ხ. 2016 წლის 26 ივლისს დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის გაადვილების და დაფარვის მიზნით, ორი პირის, მათ შორის ერთი მცირეწლოვნის მიმართ; დიდი ოდენობით ნივთის ქურდობის მცდელობა და ქონების დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) და   სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

 
მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

მცხეთაში ხვალ ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ

მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა

მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა

დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ

დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში სტაბილურობის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს

ამბროლაურის აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის

ამბროლაურის აეროპორტის არსებობა მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის

გიორგი კვირიკაშვილი:  რაჭა-ლეჩხუმი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს

გიორგი კვირიკაშვილი: რაჭა-ლეჩხუმი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს

გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

ჩვენ პარტიას ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება

ჩვენ პარტიას ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80