ირაკლი კობახიძე კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა
მთავარი

ირაკლი კობახიძე კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს, შეიხ-ულ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა
for.ge

2017-04-21 19:03:11

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადე მიიღო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ხალხებს შორის კავშირებს, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და პარლამენტების წვლილს ხალხებს შორის მეგობრობაში.

სტუმარმა ხაზი გაუსვა სულიერი კავშირების ზრდას ორ ხალხს შორის და იმ განსაკუთრებულ წვლილს, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეიტანა ქართველებს და აზერბაიჯანელებს შორის  თანამშრომლობის გაღრმავებაში და განსაკუთრებულ ურთიერთობებში.

„აზერბაიჯანელებს ძალიან უყვართ საქართველო და უსურვებენ ყველაფერს საუკეთესოს“, - განაცხადა კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარემ. შეიხ-ულ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადემ აღნიშნა, რომ საქართველოში ოჯახთან ერთად იმყოფება და ოჯახთან ერთად მხოლოდ იმ ქვეყნებში ჩადის, რომლებსაც მეგობრულ ქვეყნებად თვლის. სტუმარმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მოკითხვა გადასცა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ილჰამ ალიევის ძალისხმევას საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებაში და კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან მოკითხვა დააბარა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ირაკლი კობახიძემ კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა პირადი წვლილისთვის მშვიდობის ხელშეწყობაში.

შეიხ-ულ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადემ აღნიშნა, რომ კონფლიქტები  საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით უნდა მოგვარდეს. მისივე თქმით, ახლო საზღვარგარეთში ბევრი გამოწვევაა და ისლამოფობიის გამო რეგიონში ხშირად დაპირისპირების საფრთხე იზრდება, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს რადიკალიზმისა და ტერორიზმის საკითხებზე მსჯელობას. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და  კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარემ, შეიხ-ულ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადემ ერთმანეთს წარმატებები უსურვეს  მომავალ საქმიანობაში.


 

 
ირმა ნადირაშვილის თანაპარტიელების ძმები და დები საქმიანობენ თავდაცვის უწყებაში, მაგრამ მე არც დანიშვნის და არც გათავისუფლების შემთხვევაში პარტიული ნიშნით არ ვხელმძღვანელობ

ირმა ნადირაშვილის თანაპარტიელების ძმები და დები საქმიანობენ თავდაცვის უწყებაში, მაგრამ მე არც დანიშვნის და არც გათავისუფლების შემთხვევაში პარტიული ნიშნით არ ვხელმძღვანელობ

ჩვენ, პირველი თაობის დიპლომატები, ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ საქართველო გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მას მხარს უჭერდა აშშ

ჩვენ, პირველი თაობის დიპლომატები, ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ საქართველო გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მას მხარს უჭერდა აშშ

გიორგი გახარია ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

გიორგი გახარია ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორები აცნობიერებენ და აღიარებენ საქართველოს წარმატებას ბოლო წლების განმავლობაში

დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორები აცნობიერებენ და აღიარებენ საქართველოს წარმატებას ბოლო წლების განმავლობაში

ვესაუბრებით ამომრჩევლებს

ვესაუბრებით ამომრჩევლებს

ზუგდიდის პროკურატურის ორგანიზებით კამპანია - „არ დაარღვიო საგზაო  მოძრაობის წესები“-ს ფარგლებში  ღონისძიებები განხორციელდა

ზუგდიდის პროკურატურის ორგანიზებით კამპანია - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“-ს ფარგლებში ღონისძიებები განხორციელდა

ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიცია, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა

ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის უცხოური ინვესტიცია, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა

თუ მოსამართლის შეურაცხყოფის სანქციების კრიმინალიზაციაზე იქნება საუბარი, ჩვენ ამ მოცემულობას არ მივიღებთ

თუ მოსამართლის შეურაცხყოფის სანქციების კრიმინალიზაციაზე იქნება საუბარი, ჩვენ ამ მოცემულობას არ მივიღებთ

სარეკლამო ბანერი
1000 X 80