გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა
მთავარი

გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა

გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა
ipn

2017-04-21 19:17:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ირანის სამთავრობო კომპლექსში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთან. 


გიორგი კვირიკაშვილს ასევე, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ესჰაყ ჯაჰანგირი, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერა. მათ შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმები საქართველოსა და ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროებს, ასევე - ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის. 

საქართველოს მთავრობის მეთაური და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან. 
პარლამენტში გაეროს დღისადმი და გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

პარლამენტში გაეროს დღისადმი და გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

სოფო კილაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სოფო კილაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

სასამართლომ პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი ლ.კ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დამნაშავედ ცნო

სასამართლომ პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი ლ.კ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დამნაშავედ ცნო

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო

​საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება

​საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება

მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმა თურქეთის ციხეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმა თურქეთის ციხეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80