გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, პავლო კლიმკინს შეხვდა
მთავარი

გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, პავლო კლიმკინს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, პავლო კლიმკინს შეხვდა
ipn

2017-04-21 20:38:45

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, პავლო კლიმკინს შეხვდა. 


როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ინფრასტრუქტურის სფეროებში არსებულ პოტენციალზე. 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს საერთო საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი გააჩნია–ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მხარეებმა შეაფასეს ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება. საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას და უკრაინასთან მიმართებაში ევროპარლამენტის გადაწყვეტილების მნიშვნელობას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანაშრომლონ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით გაფორმებული დეკლარაციის მნიშვნელობას, სადაც აღნიშნულია ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკის, თავდაცვის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ და სხვა სფეროებში.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებულ გამოწვევები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრემიერ–მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება დაესწრნენ.
საქართველოს პარლამენტმა უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტმა უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასს უმასპინძლა

პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ

პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებით დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ

მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, რომ იმედგაცრუების ხარისხი გაცილებით დიდი იქნებოდა

მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, რომ იმედგაცრუების ხარისხი გაცილებით დიდი იქნებოდა

დიდად ვწუხვართ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება, რაც მიზანმიმართული ქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს

დიდად ვწუხვართ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება, რაც მიზანმიმართული ქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს

არჩილ თალაკვაძე:  ოპოზიციური პარტიები ცდილობენ და ახერხებენ კიდეც პრეზიდენტის გამოყენებას

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციური პარტიები ცდილობენ და ახერხებენ კიდეც პრეზიდენტის გამოყენებას

აკაკი ზოიძე: "1 ივლისიდან უფასო წამლების პროგრამა იწყება"

აკაკი ზოიძე: "1 ივლისიდან უფასო წამლების პროგრამა იწყება"

მერობის კანდიდატს საკრებულოს წევრად კენჭისყრის შესაძლებლობაც ექნება

მერობის კანდიდატს საკრებულოს წევრად კენჭისყრის შესაძლებლობაც ექნება

მარტო ”ქართულ ოცნებას” შეუძლია თავი მოიწონოს იმით, რომ ორი კვირის წინ რაღაც პოლიტიკური სისულელე გააკეთა, ახლა ასწორებს და ამბობს: რა მაგრები ვართო

მარტო ”ქართულ ოცნებას” შეუძლია თავი მოიწონოს იმით, რომ ორი კვირის წინ რაღაც პოლიტიკური სისულელე გააკეთა, ახლა ასწორებს და ამბობს: რა მაგრები ვართო

სარეკლამო ბანერი
1000 X 80