ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს
მთავარი

ipn.ge

2017-05-19 17:19:50

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ზალბერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა. „მადლობელი ვარ თქვენი ინტერესისთვის, რომ მოხვედით აქ. მინდა გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს კოლეგებთან განვიხილეთ საკითხები, რომელმაც გაგაღიზიანათ თქვენ. ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო შემდეგი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ. რაც შეეხება არჩევნებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები ჩატარდა. მე ასევე მხარს ვჭერ ამ პოზიციას. ამავდროულად, ევროკავშირი ერთგულია, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ზუსტად ამ მიზეზის გამო ევროკაშირი და პირადად მე ჩართულნი ვართ ჟენევის დისკუსიებში. ეს ჩემი მანდატის საფუძველია,“ - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.

როგორც ცნობილია, ზალბერი ბოლო ორი დღის განმავლობაში სოხუმში იმყოფებოდა, იქამდე კი შეხვედრები ცხინვალში გამართა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა, რასაც თბილისში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარეს. 
პარლამენტმა მთელი ქართული მედიასამყაროს და არასამთავრობო სექტორის პოზიციის იგნორირება მოახდინა

პარლამენტმა მთელი ქართული მედიასამყაროს და არასამთავრობო სექტორის პოზიციის იგნორირება მოახდინა

მაგისტრ მოხელეებს სასესხო ხელშეკრულებებსა და სხვა მსგავს საქმეებზე დავების განხილვის უფლებამოსილება აღარ მიენიჭებათ

მაგისტრ მოხელეებს სასესხო ხელშეკრულებებსა და სხვა მსგავს საქმეებზე დავების განხილვის უფლებამოსილება აღარ მიენიჭებათ

საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის ხელშეწყობა ტრადიციად აქცია

საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის ხელშეწყობა ტრადიციად აქცია

როდესაც გადაწყვეტილების დრო მოვიდა, მხარი დავუჭირეთ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გაძლიერებას

როდესაც გადაწყვეტილების დრო მოვიდა, მხარი დავუჭირეთ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გაძლიერებას

პარლამენტმა 83 ხმით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა 83 ხმით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიზანია, არ გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ლარი, რასაც ნულოვან რეიტინგში და ნულოვან სოციალურ გავლენაში ვიხდით

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიზანია, არ გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ლარი, რასაც ნულოვან რეიტინგში და ნულოვან სოციალურ გავლენაში ვიხდით

ე.წ. კიროვის ქარხანაში ძლიერი ხანძარია

ე.წ. კიროვის ქარხანაში ძლიერი ხანძარია

აუცილებელია ყველა მოთამაშემ გააცნობიეროს სირიის მთავრობასთან დიალოგის დაწყების აუცილებლობა

აუცილებელია ყველა მოთამაშემ გააცნობიეროს სირიის მთავრობასთან დიალოგის დაწყების აუცილებლობა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80