დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა
მთავარი

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა
ipn.ge

2017-05-19 17:47:22

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სასამართლო განმარტავს, დღევანდელი სხდომიდან, ბრალდებულის ადვოკატები დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის გააძევეს.

”გიორგი მ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიხურა

ბრალდებულ გიორგი მ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დახურულ სხდომებზე გაგრძელდება. სასამართლომ, გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.

ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს. სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას.

ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს. სასამართლო განხილვა 30 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება. ბრალდებულს, მომდევნო სხდომაზე გამოცხადების თაობაზე, დადგენილი წესით გაეგზავნება უწყება და არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნება სასამართლოსთვის თავის არიდებად, შესაბამისად, საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება”, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 
ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, სომხეთის პრემიერმინისტრი გახდეს

ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, სომხეთის პრემიერმინისტრი გახდეს

დიახ, მე მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში

დიახ, მე მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში

არ უნდა დავივიწყოთ იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ

არ უნდა დავივიწყოთ იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ

გინდათ თქვათ, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავე იმაში, რაც სომხეთში მოხდა?

გინდათ თქვათ, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავე იმაში, რაც სომხეთში მოხდა?

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი

მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი

მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი

არ უნდა დავივიწყოთ იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ

არ უნდა დავივიწყოთ იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ

რაც ერევანში მოხდა, ხავერდოვან რევოლუციას ეძახიან, ყველაფერმა სისხლისღვრის გარეშე ჩაიარა

რაც ერევანში მოხდა, ხავერდოვან რევოლუციას ეძახიან, ყველაფერმა სისხლისღვრის გარეშე ჩაიარა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80