აშშ-ს მხრიდან სირიის პროსამთავრობო ძალებზე ავიადარტყმები არალეგიტიმურია
მთავარი

ipn.ge

2017-05-19 18:08:25

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მხრიდან ავიადარტყმების განხორციელება სირიის პროსამთავრობო ძალებზე არალეგიტიმური და უკანონოა, მიუხედავად იმისა თუ რა იყო ამის მიზეზი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ამერიკულმა სარდლობამ ავიადარტყმა სირიის პროსამთავრობო ძალების პოზიციებზე იმით ახსნა, რომ თითქოს პროსამთავრობო ძალები საფრთხეს უქმნიდნენ ოპოზიციის ძალებს, რომელსაც მხარს ამერიკა უჭერს“, - განაცხადა ლავროვმა.

„რაც არ უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი ეს ავიადარტყმა არალეგიტიმური და უკანონოა. აღნიშნული სირიის სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გუშინ, აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიაში პროსამთავრობო ძალებზე საჰაერო დარტყმები მიიტანეს. ამერიკელებმა საჰაერო დარტყმა ასადის რეჟიმის მხარეზე მებრძოლ დანაყოფებზე მას შემდეგ მიიტანეს, რაც ამ დანაყოფმა იერიში მიიტანა დაჯგუფებაზე, რომელსაც მხარს აშშ-ს უჭერს.

აღნიშნული შემთხვევა სირიის სამხრეთ ნაწილში ქალაქ ეთ-თანფთან მახლობლად მოხდა.

სირიის ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, ავიადარტყმის შედეგად ასადის რეჟიმის მხარეს მებრძოლი დაჯგუფის ავტოკოლონის განადგურება მოხდა. 
ირაკლი კობახიძე საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

„ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს“

სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის პარლამენტის დელეგაცია მიიღო

ეგვიპტეში „ბოევიკების“ მიერ ავტობუსებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა მათგანი ბავშვია

ვისურვებდი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სახელი ღირსეულად გვეტარებინოს თავისუფალ მოქალაქეებს

პრემიერ-მინისტრი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს გაესაუბრა

გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე არ ტარდება აღლუმი, რაც ძალიან სამწუხაროა

დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80