”ევროპულმა საქართველომ” აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა ბიუროს სხდომაზე დააყენა
მთავარი

ipn

2017-06-19 16:38:27

”ევროპული საქართველო” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოვიდა.

როგორც პარტიის წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ”ევროპული საქართველო” მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია.

”ევროპული საქართველოს” ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელია გამოეხმაურა. დეპუტატის განმარტებით, აფგან მუხთარლის საქმე არცერთი დეპუტატისთვის არ არის ”რიგითი” საქმე, თუმცა ამ ეტაპზე უმჯობესია პარლამენტმა ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღოს.

”არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ბევრი ჩემი კოლეგისთვის ეს რიგითი საკითხი არ არის. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით ამას. გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გვექნება შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან, რათა ამ თემაზე მივიღოთ ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე. ჩვენ შევეცდებით პროკურატურისგანაც მივიღოთ ინფორმაციები. ამის შემდეგ ჩვენც გვექნება შიდა სამუშაო პროცესები თუ რა შეიძლება საქართველოს პარლამენტმა გააკეთოს. ის, რომ პარლამენტი უნდა იყოს ამ პროცესში, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, როგორც კანონმდებლობას შეესაბამება, ვაცნობიერებთ” - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი იუნეს აბუიაკუბი დააკავეს

მივმართავ ჩვენს გმირ მესაზღვრეებს, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს

მიმდინარეობს ტრენინგი საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის საგნობრივი მეთოდიკის კურსში „აქტიური სწავლება საგნებში“

გამოცხადდა საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია

რუსეთის მიერ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების გაცხადებული სურვილი რეალობისგან შორს არის

ლავროვი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ილჰამ ალიევის დავალებით, ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანმა ვერტმფრენი გამოაგზავნა

იქ, სადაც მუსლიმების დიდი კონცენტრაციაა, ასეთი ადგილი ტერორისტებისთვის ბუნებრივ ბაზას წარმოადგენს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80