მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება
მთავარი

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება
ipn

2017-06-19 18:02:41

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7000-მდე მოსახლე ისარგებლებს, - როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 37 სოფლისთვის მთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობა დღეს მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მოიწონა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1678 დასახლებას, დაახლოებით, 45%-ს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღამთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა, რომელიც საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელის ხეობის 9 სოფლისთვის სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ასევე ენიჭებათ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს მათი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობის სხდომას წარედგინება.
ბარსელონაში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი იუნეს აბუიაკუბი დააკავეს

ბარსელონაში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი იუნეს აბუიაკუბი დააკავეს

მივმართავ ჩვენს გმირ მესაზღვრეებს, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს

მივმართავ ჩვენს გმირ მესაზღვრეებს, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს

მიმდინარეობს ტრენინგი საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის საგნობრივი მეთოდიკის კურსში „აქტიური სწავლება საგნებში“

მიმდინარეობს ტრენინგი საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის საგნობრივი მეთოდიკის კურსში „აქტიური სწავლება საგნებში“

გამოცხადდა საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია

გამოცხადდა საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია

რუსეთის მიერ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების გაცხადებული სურვილი რეალობისგან შორს არის

რუსეთის მიერ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების გაცხადებული სურვილი რეალობისგან შორს არის

ლავროვი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ლავროვი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ილჰამ ალიევის დავალებით, ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანმა ვერტმფრენი გამოაგზავნა

ილჰამ ალიევის დავალებით, ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანმა ვერტმფრენი გამოაგზავნა

იქ, სადაც მუსლიმების დიდი კონცენტრაციაა, ასეთი ადგილი ტერორისტებისთვის ბუნებრივ ბაზას წარმოადგენს

იქ, სადაც მუსლიმების დიდი კონცენტრაციაა, ასეთი ადგილი ტერორისტებისთვის ბუნებრივ ბაზას წარმოადგენს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80