აშშ-ის სენატმა კანონპროექტი მიიღო, რომლითაც ევროპაში, მათ შორის, საქართველოში რუსეთის ქმედებებს გმობს
მთავარი

ipn

2017-06-19 18:03:46

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომლითაც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ქმედებებს და ასახავს მათ აღსაკვეთად აშშ-ის ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ კონტრზომებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს კონგრესის საიტი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ გრძელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. კერძოდ, 2017 წლის 15 ივნისს, აშშ-ის სენატმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით (97 მომხრე, 2-ის წინააღმდეგ) მიიღო კანონპროექტი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღების თაობაზე, რომელიც წარმოადგენს ირანთან მიმართებაში დაწესებული ყოვლისმომცველი სანქციების ნაწილს და ასახავს რუსეთის აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ კონტრზომებს.

კანონპროექტი მიზნად ისახავს: რუსეთის მიმართ არსებული სანქციების რეჟიმის ბაზის განვრცობას; რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების ხელშეწყობას; ზრდის აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შესაძლებლობებს, აქტიური მონიტორინგი გაუწიოს კანონით აკრძალულ ფინანსურ მიმოქცევას, მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებულ მსგავს (ფინანსურ) აქტივობებს.

კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და მოუწოდებს აგრესიის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ.

კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული და მიმდინარე რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს.

ცნობისათვის, დღემდე, აშშ-ს დაწესებული ჰქონდა სანქციები რუსეთზე მის მიერ ყირიმის ანექსიასთან და უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით. კანონპროექტი კანონის ძალით ამყარებს რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებულ, არსებულ სანქციებს და გულისხმობს ახალი სანქციების შემოღებას რუსული ბიზნესისა და რუსი მაღალჩინოსნების, ასევე, იმ იურიდიული, თუ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ ახორციელებენ დესტრუქციულ კიბერ-აქტოვობებს. კანონპროექტი ასევე აწესებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ახორციელებს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს. სანქციები აგრეთვე შეეხება იმ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო საკუთრების კორუმპირებული გზით პრივატიზებაში, ამასთან, ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც განაგრძობენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობისთვის შეიარაღების მიწოდებას, ან აწარმოებენ ბიზნეს საქმიანობას რუსეთის სადაზვერვო და თავდაცვის სექტორებთან თანამშრომლობით. კანონპროექტი აწესებს ახალ სანქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად დარგებზე, მათ შორის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, მეტალურგიულ, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვის სექტორებზე. კანონპროექტი გამოხატავს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და დეზინფორმაციის აღკვეთის მიმართულებით - იქ, სადაც მაღალია რუსეთის აგრესიისა და ჩარევისადმი მოწყვლადობის დონე.

ახალ სანქციებს მიენიჭება სავალდებულო კანონის ძალა წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი დამტკიცებისა და პრეზიდენტის მხრიდან ხელმოწერის შემდეგ. თუკი დღემდე არსებული სანქციების შემოღება ხდებოდა აღმასრულებელი ბრძანებით, აღნიშნული კანონის შემოღების შემთხვევაში მისი გაუქმება უკვე აშშ-ის კონგრესის უშუალო თანხმობას მოითხოვს.
ცესკოს თავმჯდომარე ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი

ცესკოს თავმჯდომარე ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი

La Vanguardia:  ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ლიკვიდირებულია

La Vanguardia: ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ლიკვიდირებულია

დონალდ ტუსკი:  ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში

დონალდ ტუსკი: ევროკავშირი მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ტერორიზმთან ბრძოლაში

დონალდ ტრამპი: აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში

დონალდ ტრამპი: აშშ გმობს ტერორისტულ აქტს ბარსელონაში

კატალონიის პოლიცია ადასტურებს, რომ ბარსელონას ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

კატალონიის პოლიცია ადასტურებს, რომ ბარსელონას ტერაქტის საქმეზე ერთი პირია დაკავებული

ირკლი კობახიძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ირკლი კობახიძე ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80