ლევან მურუსიძე მოიაზრება იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც უფლება აქვთ უვადოდ განმწესების მოთხოვნით იუსტიციის საბჭოს მიმართონ
მთავარი

ipn

2017-07-17 16:16:47

ბატონი ლევან მურუსიძე მოიაზრება იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც აქვთ უფლება უვადოდ განმწესების მოთხოვნით მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საბჭოს ყოფილი მდივნის, ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ განმწესების საკითხს.

”განცხადებით მომართვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დავიწყებთ შესაბამის პროცედურებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას მის დანიშვნასთან თუ არდანიშვნასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი პოზიციაა ლევან მურუსიძეზე, თუ სხვა ნებისმიერ მოსამართლეზე, რომელიც თეორიულად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს წინასწარ გაჟღერებული არ იქნება”, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება ლევან მურუსიძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, მათ შორის გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ მსგავსი პრეტენზიები იქონიებს თუ არა გავლენას ლევან მურუსიძის უვადოდ განმწესებასთან დაკავშირებულ საკითხზე, ამის განხილვის დრო არ დამდგარა.

”თუ იქნება შემოტანილი ლევან მურუსიძის მხრიდან მომართვა, ჩვენ განვიხილავთ და საბჭო პროცედურების დაცვით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”, - განაცხადა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოსამართლეების უვადოდ განმწესებასთან დაკავშირებით რეგლამენტით დამტკიცებაზე გააკეთა განმარტებები.

”როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რის შესაბამისადაც შეიცვალა კანონი და დადგინდა წესი, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ის მოსამართლეები უვადოდ, რომლებსაც აქვთ სამწლიანი გამოცდილება. დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტში შეიტანა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა წესი, თუ როგორ უნდა დაინიშნონ მოსამართლეები უვადოდ. ჩვენ სრულ შესაბამისობაში მოვიყვანეთ რეგლამენტი მოქმედ კანონთან და ვფიქრობ, ის უზრუნველყოფს ყოველგვარი შეკითხვების გარეშე ამ პროცედურების განხორციელებას”, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
შეხვედრა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან

შეხვედრა მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან

სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია

სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია

თითებზე ჩამოსათვლელია ის ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს აღიარებენ და არც ერთი მათგანი ევროკავშირი წევრი არ არის

თითებზე ჩამოსათვლელია ის ქვეყნები, რომლებიც სამხრეთ ოსეთს აღიარებენ და არც ერთი მათგანი ევროკავშირი წევრი არ არის

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ღვთისმშობლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ღვთისმშობლობას აღნიშნავს

საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავაც მნიშვნელოვანია

საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავაც მნიშვნელოვანია

ცესკომ არასამთავრობოს მიმართვა დააკმაყოფილა

ცესკომ არასამთავრობოს მიმართვა დააკმაყოფილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

სოფიო ქაცარავამ მე პეიჰუას და დელეგაციის წევრებს კახეთში უმასპინძლა

სოფიო ქაცარავამ მე პეიჰუას და დელეგაციის წევრებს კახეთში უმასპინძლა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80