„ქართული ოცნება“ სამართალდამცავებს მოუწოდებს, ახალციხეში მომხდარ სამართალდარღვევაზე დროული რეაგირება მოახდინონ
მთავარი

ipn

2017-07-17 17:22:36

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ სამართალდამცავებს მოუწოდებს, ახალციხეში მომხდარ სამართალდარღვევაზე დროული რეაგირება მოახდინონ.

მომხდარს ”ქართული ოცნება” განცხადებით ეხმაურება, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

”გვსურს, გამოვეხმაუროთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს და მისი ოჯახის წევრებს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, გუბერნიის და გამგეობის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პარლამენტმა მთელი ქართული მედიასამყაროს და არასამთავრობო სექტორის პოზიციის იგნორირება მოახდინა

მაგისტრ მოხელეებს სასესხო ხელშეკრულებებსა და სხვა მსგავს საქმეებზე დავების განხილვის უფლებამოსილება აღარ მიენიჭებათ

საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის ხელშეწყობა ტრადიციად აქცია

როდესაც გადაწყვეტილების დრო მოვიდა, მხარი დავუჭირეთ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გაძლიერებას

პარლამენტმა 83 ხმით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიზანია, არ გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ლარი, რასაც ნულოვან რეიტინგში და ნულოვან სოციალურ გავლენაში ვიხდით

ე.წ. კიროვის ქარხანაში ძლიერი ხანძარია

ე.წ. კიროვის ქარხანაში ძლიერი ხანძარია

აუცილებელია ყველა მოთამაშემ გააცნობიეროს სირიის მთავრობასთან დიალოგის დაწყების აუცილებლობა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80