საჯარო სივრცეში აქტიური ქალის მიმართ სიძულვილის ხარისხი და გამოხატვის ფორმები ყველა წითელ ხაზს სცდება
მთავარი

ipn

2017-07-17 18:06:24

საჯარო სივრცეში აქტიური ქალის მიმართ სიძულვილის ხარისხი და გამოხატვის ფორმები ყველა წითელ ხაზს სცდება,- ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს.

თამარ ჩუგოშვილი ამით გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელ თათია დოლიძის მიმართ მუქარას ეხმაურება.

”მეც არაერთხელ გავმხდარვარ უზრდელი თავდასხმების ობიექტი, ისევე როგორც ყველა საჯარო სივრცეში აქტიური სხვა ქალი. ასე რომ, ძალიან კარგად მესმის რასაც ნიშნავს ასეთი ბინძური შემოსევები.

ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, იმ ხალხს, რომლებსაც არ შეუძლიათ კონკურენციის გაწევა აქტიური, ჭკვიანი და წარმატებული ქალებისთვის, ისღა რჩებათ. სიბინძურით სცადონ მათი დაკნინება.

ამიტომ აუცილებლად გვეყოლება მეტი აქტიური ქალი საჯარო სივრცეში, სავალდებულო კვოტების საკითხს განვიხილავთ სესიის გახსნისთანავე”, - წერს თამარ ჩუგოშვილი.

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა წარმომადგენელმა თათია დოლიძემ ე.წ. "ქართველთა მარშთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რასაც მარშის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან ასევე "ფეისბუქში" მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
პარლამენტმა მთელი ქართული მედიასამყაროს და არასამთავრობო სექტორის პოზიციის იგნორირება მოახდინა

პარლამენტმა მთელი ქართული მედიასამყაროს და არასამთავრობო სექტორის პოზიციის იგნორირება მოახდინა

მაგისტრ მოხელეებს სასესხო ხელშეკრულებებსა და სხვა მსგავს საქმეებზე დავების განხილვის უფლებამოსილება აღარ მიენიჭებათ

მაგისტრ მოხელეებს სასესხო ხელშეკრულებებსა და სხვა მსგავს საქმეებზე დავების განხილვის უფლებამოსილება აღარ მიენიჭებათ

საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის ხელშეწყობა ტრადიციად აქცია

საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის ხელშეწყობა ტრადიციად აქცია

როდესაც გადაწყვეტილების დრო მოვიდა, მხარი დავუჭირეთ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გაძლიერებას

როდესაც გადაწყვეტილების დრო მოვიდა, მხარი დავუჭირეთ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გაძლიერებას

პარლამენტმა 83 ხმით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა 83 ხმით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიზანია, არ გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ლარი, რასაც ნულოვან რეიტინგში და ნულოვან სოციალურ გავლენაში ვიხდით

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიზანია, არ გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ლარი, რასაც ნულოვან რეიტინგში და ნულოვან სოციალურ გავლენაში ვიხდით

ე.წ. კიროვის ქარხანაში ძლიერი ხანძარია

ე.წ. კიროვის ქარხანაში ძლიერი ხანძარია

აუცილებელია ყველა მოთამაშემ გააცნობიეროს სირიის მთავრობასთან დიალოგის დაწყების აუცილებლობა

აუცილებელია ყველა მოთამაშემ გააცნობიეროს სირიის მთავრობასთან დიალოგის დაწყების აუცილებლობა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80