ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რომ მოიხსნას, ყველას ადგილზე ჩასვლას ვურჩევ
მთავარი

ipn

2017-07-17 18:34:18

ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რომ მოიხსნას, ყველას ვურჩევ, ადგილზე ჩავიდნენ და ნახონ, ჩვენს ტერიტორიაზე გზის მშენებლობის რაიმე სამუშაო მიმდინარეობს თუ არა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

აბაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან დაღესტანში მშენებარე მაგისტრალის შემხვედრი პროექტის განხორციელება არ იგეგმება.

„ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის თემა წელიწადში ერთხელ წამოიწევს ხოლმე, უფრო ზაფხულობით, მერე ერთი წლით დავიწყებას მიეცემა ხოლმე. ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეა. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ეს თემა არსად განხილულა და არავისთან არ განიხილება. ასეთი პროექტი საქართველოში არ არსებობს. რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, დაღესტანში რა მშენებლობა მიდის, ამის შესახებ მე ვერაფერს მოგახსენებთ და არც მაქვს დეტალური ინფორმაცია. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მხარეს, საქართველოს ტერიტორიაზე არანაირი შემხვედრი პროექტის განხორციელება არ იგეგმება. არც არსად არ ყოფილა ამ თემაზე საუბარი, არც შიგნით და არც გარეთ“, - განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია ყაზბეგის რაიონში, ლარსის მიმართულებით, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მხრიდან.

ცნობისთვის, გასულ კვირას დაღესტნის საგზაო მშენებლობის სააგენტომ საკუთარ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ აშენებენ "გუნიბის შოსეს - ვანტლიაშევსკის უღელტეხილს".

ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის პროექტი XIX საუკუნიდან არსებობს. გარკვეული სამუშაოები ამ მიმართულებით ჩატარებული იყო, თუმცა პროექტი გაიყინა. 2014 წელს ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი, ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის შესახებ დაღესტნის ავტოგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრეი ბონდარევმა გაახმაურა. მისი თქმით, ავტომაგისტრალის სიგრძე მთლიანად 83 კილომეტრი იქნება, გზამ 3 მთა უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იგეგმება და ეს იქნება იქნება უმოკლესი გზა საქართველოსთან დასაკავშირებლად. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია იმთავითვე უარყო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჰელსინკიში მეორე ოფიციალური შეხვედრები გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჰელსინკიში მეორე ოფიციალური შეხვედრები გამართა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს

ეკა ბესელია: პირველ რიგში მინდა დაჭრილებს ვუსურვო სწრაფად გამოჯამრთელება.

ეკა ბესელია: პირველ რიგში მინდა დაჭრილებს ვუსურვო სწრაფად გამოჯამრთელება.

არ აქვს მნიშვნელობა, ეჭვმიტანილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ ეროვნებას და მოქალაქეობრივ კუთვნილებას ხაზი არ უნდა გავუსვათ

არ აქვს მნიშვნელობა, ეჭვმიტანილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ ეროვნებას და მოქალაქეობრივ კუთვნილებას ხაზი არ უნდა გავუსვათ

ზარი იქნება თუ ”ფეისბუქზე” განხორციელებული მუქარა, ყველაფერს სერიოზულად მივუდგებით

ზარი იქნება თუ ”ფეისბუქზე” განხორციელებული მუქარა, ყველაფერს სერიოზულად მივუდგებით

დაჭრილი სპეცრაზმელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

დაჭრილი სპეცრაზმელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ვისაც არ ეზარება, გახდა ამ საქმის ექსპერტი და კარგად მცოდნე - ასეთ სიტუაციებში ცოტა უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ

ვისაც არ ეზარება, გახდა ამ საქმის ექსპერტი და კარგად მცოდნე - ასეთ სიტუაციებში ცოტა უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ

ჯერ ვერ გეტყვით, ეჭვმიტანილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ან რომელი დაჯგუფების წევრები

ჯერ ვერ გეტყვით, ეჭვმიტანილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ან რომელი დაჯგუფების წევრები

სარეკლამო ბანერი
1000 X 80