პროკურორი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური ვიზიტებისას გაწეულ ხარჯებს არ ედავებიან
მთავარი

ipn.ge

2017-08-12 14:32:00

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დავით კაკოიშვილის განცხადებით ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ სააკაშვილს ოფიციალური ვიზიტებისას გაწეულ ხარჯებს არ ედავებიან. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა განმარტა, საქმეში არსებული მტკიცებულებები და დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ხარჯების უმეტესობა, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტების დროს გაიწია. ადვოკატმა ამის დამადასტურებელი რამდენიმე დოკუმენტიც წარადგინა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის დაცვის წევრის პატაკი, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა თანხა რაში დაიხარჯა.

„პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ედავებიან იმ თანხებს, რომელიც გასწია ოფიციალური ვიზიტების დროს. მე მაქვს საქმის მასალიდან ამოღებული რამდენიმე მაგალითი. ასეთი დოკუმენტი საქმეში ძალიან მრავლადაა. საქმეში არის პატაკი, დაცვის თანამშრომლის მიერ შედგენილი 2011 წელს, რომელშიც მითითებულია, რომ გერმანიაში, პრეზიდენტ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტის დროს გაიწია გარკვეული ხარჯები და ეს თანხა ამ დოკუმენტში არის მითითებული. 2011 წლის 4-6 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მიუნხენის 47-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე. შესაბამისად გამოდის, რომ რაც ნათია სონღულაშვილმა თქვა არის ტყუილი, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს ედავებიან იმ წარმომადგენლობით ხარჯებს, რომელიც მან გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს გასწია. ასევე არის დოკუემნტები, რომლებიც ეხება პრეზიდენტ სააკაშვილის დიდ ბრიტანეთში და იტალიაში ოფიციალურ ვიზიტებს, რა დროსაც გაიწია შესაბამისი ხარჯები“, - განაცხადა კაკოიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ასეთი განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით იმის დამტკიცებას, რომ სააკაშვილი ხარჯებს საკუთარი ფუფუნებისთვის წევდა.

„ბრალდების მხარე ცდილობს ამ საქმეში წარმოაჩინოს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი არა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, არამედ საკუთარი ფუფუნებისთვის გასწევდა ამ ხარჯებს არამიზნობრივად. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება პროკურორის ის განცხადება, რომ თითქოს ოფიციალური ვიზიტების დროს გაწეულ ხარჯებს არ ედავებიან მიხეილ სააკაშვილს. რეალურად მიხეილ სააკაშვილს ედავებიან სწორედ წარმომადგენლობით ხარჯებს, რომელიც გაიწია ვიზიტების დროს, სასტუმროს დასაჯავშნად გაწეულ ხარჯებს, ასევე კვების, სტუმრებისთვის გადასაცემის საჩუქრების, სანდრა რულოვსის მიერ გაწეული საქველმოქმედო, გვირგვინებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლებიც მიტანილი იქნა ლეხ კაჩინსკის საფლავზე, ვაცლავ ჰაველის მემორიალთან და ა.შ. ასეთი ხარჯებისგან შედგება ბრალდების ეს აბსურდული საქმე“, - აღნიშნა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე მთავრობის თხოვნის შესახებ ბრიუსელი უკვე ინფორმირებულია

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე მთავრობის თხოვნის შესახებ ბრიუსელი უკვე ინფორმირებულია

სასამართლოს რეფორმის  ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა

სასამართლოს რეფორმის ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის მიღების საკითხი განიხილა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის მიღების საკითხი განიხილა

ჯანდაცვის მინისტრი ბორჯომის ხეობაში მყოფ, ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრი ბორჯომის ხეობაში მყოფ, ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

დახმარების თაობაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებები შტაბის ერთ-ერთი ფუნქციაა

დახმარების თაობაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებები შტაბის ერთ-ერთი ფუნქციაა

გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნას დაეთანხმა

გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნას დაეთანხმა

ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან

ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან

რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს დახმარება საჭირო არ არის

რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს დახმარება საჭირო არ არის

სარეკლამო ბანერი
1000 X 80