თენგიზ ფხალაძე: უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს
მთავარი

ipn.ge

2017-08-12 15:34:12

უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თენგიზ ფხალაძის თქმით, საქართველო ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს, რათა დასრულდეს რუსეთის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს პრობლემებს უქმნის.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით. მითუმეტეს, აღმაშფოთებელია და განსაკუთრებით ცინიზმით არის აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ, როგორი „სტაბილურობა“ მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება არც ერთი მეტრი საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას და გამოყენებული იქნება ყველა საერთაშორისო მექანიზმი იმისთვის, რომ არამხოლოდ ცალკეული ინცინდენტები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, არამედ საბოლოოდ დასრულდეს ის პოლიტიკა, რომელიც პრობლემებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
ცესკო ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს

იმედი მაქვს, მოვესწრები იმ დღეს, როდესაც საქართველოში არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ იქნება დღის წესრიგში

სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გამყარდა, რაც დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს

ცესკო-ს განახლებული მონაცემებით, თიანეთის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში 40 დეპუტატს შეიყვანს

კიევში სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

ჩვენი ამოცანა არ არის ვიყოთ 11%–იანი ან 15 %–იანი პარტია, ჩვენი ამოცანაა, ვიბრძოლოთ ხელისუფლების შესაცვლელად

ჩვენ დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა საჯარო მოხელეებზე ზეწოლისა, რათა მათ მხარი დაეჭირათ მმართველი პარტიისთვის

სარეკლამო ბანერი
1000 X 80