„ნაციონალური მოძრაობა“ Страна.ua - ს მიერ, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
მთავარი

ipn

2017-08-13 16:45:08

 ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას, რომელსაც საჭირო დროს გამოვიყენებთ როგორც საბრალდებო მტკიცებულებას, - ასე გამოეხმაურა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე Страна.ua - ს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, სადაც ვიდეოს ავტორების მტკიცებით, გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

როგორც რომან გოცირიძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიაში გავრცელებული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულები არიან, აუცილებელია პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. 

”ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს არის ავთენტური ჩანაწერი. მით უმეტეს, რომ მსგავსი ზარები საქართველოში ყოფილა დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც კულტურის მინისტრის ჩანაწერი გამოქვეყნდა. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ვინაიდან საუბრის შინაარსი შეიცავს დანაშაულებრივ ნიშნებს. უნდა ჩატარდეს ხმის ექსპერტიზა. ათას სისულელეზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდებოდა და ”ნაციონალურ მოძრაობას” ეხებოდა, ხელისუფლება გამოძიებას იწყებდა. ადგენდა, იყო თუ არა ხმები ავთენტური და იბარებდნენ დეპუტატებსაც კი, ხმის ნიმუშების ასაღებად. ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება ამ შემთხვევაშიც”, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს არის სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და სახელმწიფო დონეზე აყვანილი არაკანონიერი ქმედებების წახალისება.

”ამ საუბარში ჩანს ის, რომ ეს არის ადამიანზე ნადირობა. რომ ეს არის სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და სახელმწიფო დონეზე აყვანილი არაკანონიერი ქმედებების წახალისება. ჩანს, რომ ისინი არღვევენ კანონს. ერთი მხრივ, უკრაინაში აგზავნიან ექსტრადირების მოთხოვნას და მეორე მხრივ, შსს მინისტრი და მთავრობა ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. დარღვევაა ისიც, რომ ჰპირდებიან, სააკაშვილს მოქალაქეობა არ აღუდგება. ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და შეიძლება ჩაითვალოს პრეზიდენტზე ზეწოლად. 

სავსებით სამართლიანად არიან შეშინებულები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებით. ის სასამართლო პროცესები, რაც მიხეილ სააკაშვილის საქმეების წინააღმდეგ არის წამოწყებული, სავსებით სწორად აფიქრებინებს ხელისუფლებას, რომ ხალხი არის აღელვებული. 

როგორც ბულგაკოვი ამბობდა თავის რომანში, რომ ხელნაწერები არ იწვიანო, აი ზუსტად ისე ეს ჩანაწერები არ იწვიან. დადგება დრო, რომ ეს ჩანაწერი გამოყენებული იქნება როგორც საბრალდებო ფაქტი ხელისუფლების მისამართით.

მოვუწოდებ პროკურატურას, დაიწყონ ფაქტზე გამოძიება. თუ ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ყალბი ჩქანაწერია, თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული გამოძიებით, რათა საზოგადოება მხოლოდ მათ კი არ ენდოს სიტყვაზე, არამედ ექსპერტიზის შედეგები ნახონ. ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას, რომელსაც საჭირო დროს გამოვიყენებთ როგორც საბრალდებო მტკიცებულებას”, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე მთავრობის თხოვნის შესახებ ბრიუსელი უკვე ინფორმირებულია

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე მთავრობის თხოვნის შესახებ ბრიუსელი უკვე ინფორმირებულია

სასამართლოს რეფორმის  ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა

სასამართლოს რეფორმის ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის მიღების საკითხი განიხილა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის მიღების საკითხი განიხილა

ჯანდაცვის მინისტრი ბორჯომის ხეობაში მყოფ, ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრი ბორჯომის ხეობაში მყოფ, ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

დახმარების თაობაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებები შტაბის ერთ-ერთი ფუნქციაა

დახმარების თაობაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებები შტაბის ერთ-ერთი ფუნქციაა

გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნას დაეთანხმა

გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნას დაეთანხმა

ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან

ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან

რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს დახმარება საჭირო არ არის

რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს დახმარება საჭირო არ არის

სარეკლამო ბანერი
1000 X 80