თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას
მთავარი

თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას

თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას
ipn

2017-08-13 16:50:13

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე დედაქალაქში სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს. მისი თქმით, მოხდება მოსახლეობისთვის, დასაქმებულისას და თბილისის ეკოლოგიისთვის უსაფრთხო სამუშაოების წარმოება ქალაქის ნებისმიერ წერტილში. 

როგორც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განმარტა, შემუშავდება პარკებისა და სკვერების განვითარების ერთიანი ხედვა. 

„მხოლოდ ერთი ცენტრალური პარკის შექმნა არ არის საკმარისი თბილისისთვის, მისი განლაგებიდან და პერსპექტივაში ურბანული განვითარების გეგმიდან გამომდინარე. თბილისში გვაქვს დაახლოებით 1400-მდე სკვერი და პარკი, რომელსაც სისტემატური ზრუნვა და განახლება სჭირდება. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება იქნება ყველასთვის სასიამოვნო. ასევე, მნიშვნელოვანია, თბილისში არსებული რეკრეაციული პოტენციალის მქონე სივრცეების ათვისება. მტკვრის მიდამოებში ჩვენ გვაქვს უამრავი აუთვისებელი ადგილი, სადაც არის შესაძლებლობა იმისა, რომ მოვაწყოთ დასვენების ზონები და გამწვანებული სივრცეები. თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს. ყველაფერი ეს, რაზეც ვისაუბრე, მთლიანობაში, უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა სივრცის შექმნას, სადაც ჩვენი შვილები, მომავალი თობები გაიზრდებიან. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება,”-ნათქვამია ვიდეომიმართვაში.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე მთავრობის თხოვნის შესახებ ბრიუსელი უკვე ინფორმირებულია

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე მთავრობის თხოვნის შესახებ ბრიუსელი უკვე ინფორმირებულია

სასამართლოს რეფორმის  ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა

სასამართლოს რეფორმის ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის მიღების საკითხი განიხილა

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ რუსეთიდან სამხედრო ტექნიკის მიღების საკითხი განიხილა

ჯანდაცვის მინისტრი ბორჯომის ხეობაში მყოფ, ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრი ბორჯომის ხეობაში მყოფ, ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

დახმარების თაობაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებები შტაბის ერთ-ერთი ფუნქციაა

დახმარების თაობაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებები შტაბის ერთ-ერთი ფუნქციაა

გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნას დაეთანხმა

გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნას დაეთანხმა

ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან

ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან

რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს დახმარება საჭირო არ არის

რუსულმა მხარემ დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ეს დახმარება საჭირო არ არის

სარეკლამო ბანერი
1000 X 80