კახა კალაძე: ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

კახა კალაძე: ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს

კახა კალაძე:  ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს
ipn

2017-08-13 16:51:48

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები, მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია. 

როგორც კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მისი აზრით, არის ტრანსპორტი და მშენებლობები. მერობის კანდიდატი ასევე აღნიშნავს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ავტობუსების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდეს. 

„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, ვფიქრობ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება და აწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება,რაც მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში”, - აცხადებს კალაძე.
ზაზა სარალიძე: მთავარი პროკურორისგან მივიღე პირობა, რომ  საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს

ზაზა სარალიძე: მთავარი პროკურორისგან მივიღე პირობა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს

შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში შეგნებულად სუსტი კანდიდატი წარადგინა

შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში შეგნებულად სუსტი კანდიდატი წარადგინა

ჩემი ინფორმაციით, გამოძიება ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიებას ფაქტი და მასში მონაწილე პირთა წრე ჯერ დადგენილი არ აქვს

ჩემი ინფორმაციით, გამოძიება ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიებას ფაქტი და მასში მონაწილე პირთა წრე ჯერ დადგენილი არ აქვს

ყოფილი მინისტრების პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების ფაქტის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირება არასწორი, არაკომპეტენტური და არაეთიკურია

ყოფილი მინისტრების პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების ფაქტის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირება არასწორი, არაკომპეტენტური და არაეთიკურია

თბილისის  მერმა  იტალიის  პრეზიდენტს  ოფიციალურ  ვახშამზე  უმასპინძლა

თბილისის მერმა იტალიის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

მამუკა ბახტაძე უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს ალექსანდრ საიენკოს შეხვდა

მამუკა ბახტაძე უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს ალექსანდრ საიენკოს შეხვდა

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

ჩვენი თანაგუნდელების პროკურატურაში დაბარება იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დამნაშავეები არიან

ჩვენი თანაგუნდელების პროკურატურაში დაბარება იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დამნაშავეები არიან


სარეკლამო ბანერი
1000 X 80