საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები იწყება
მთავარი

საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები იწყება

საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები იწყება
for.ge

2017-09-13 17:54:54

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ახალი ფილმის გადაღებები იწყება.

"მამიკოს გოგო” („Daddy's Girl”)-ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია - “სარკე სტუდია“ მუშაობს.

ფილმს ბრიტანელი რეჟისორი ჯულიან რიჩარდსი იღებს რომელსაც ისეთ ცნობილ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: „Pirates“, „Queen Sacrifice“, „Darklands“.

ფილმის გადაღებები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, 1 თვეს  გაგრძელდება და 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ქართველ და უცხოელ მსახიობებთან ერთად ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ჰოლივუდის ცნობილი  მსახიობი Costas Mandylor შეასრულებს. 

ფილმის სიუჟეტი 20 წლის გზააბნეული გოგოს და 40 წლის მექანიკოსი მამაკაცის გარშემო ვითარდება, ერთი შეხედვით სასიამოვნო რომანი საზარელ ისტორიად გადაიქცევა. ფილმის თემატიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ლოკაციები შეირჩა: კოჯრის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის ძველი უბნები და ქალაქის გზატკეცილები.

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უცხოელი პროდიუსერებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება. 

პროექტის ამოქმედებიდან მცირე დროში უკვე 6 ფილმია გადაღებული. „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მალე კიდევ 3 ფილმის გადაღება  იგეგმება.

 
გლდანის N20 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის კობა კობალაძის შეხვედრა მოსახლეობასთან

გლდანის N20 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის კობა კობალაძის შეხვედრა მოსახლეობასთან

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ფრანსის მალიჟი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ფრანსის მალიჟი იქნება

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას  დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს

გლდანის N20 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი კობა კობალაძე  მოსახლეობას შეხვდა

გლდანის N20 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი კობა კობალაძე მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი

საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი

საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ პარკინგის „ჯიბის“ მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა

კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ პარკინგის „ჯიბის“ მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა

პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო

პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო

სარეკლამო ბანერი
1000 X 80