თუშეთის ინტერნეტიზაციის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ბენეფიციარებისთვის ვაუჩერები გაიცა
მთავარი

for.ge

2017-09-13 17:56:58

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში, სადაც თუშეთის განვითარების ფონდისა   და საერთაშორისო ორგანიზაცია ISOC-ის მხარდაჭერით  ინტერნეტი ამოქმედდა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პოტენციურ ბენეფიციარებს  სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა და მათ  150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები გადასცა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და მათი ტექნიკური აღჭურვა.  „გვყავს 29 ბენეფიციარი, რომლებმაც მიიღეს 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები და დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის ჩართულობა. მათ  ასევე მიიღეს  გარკვეული ცოდნა, რომ შეძლონ დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და მიიღონ დამატებითი ტურისტები ადგილობრივ სასტუმროებში“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

თუშეთში ამ ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა და მონიშნულია სატრანზიტო წერტილები:  სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“ კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.

დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ვეთანხმები - კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია

მამუკა მდინარაძე:  ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის

იქნება მსჯელობა დეტალებზე, ამ საკითხზე ზოგადი პასუხის გაცემა არ შეიძლება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

თომას ბახმა გიორგი კვირიკაშვილს სპეციალური მედალი გადასცა

შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან

მივესალმებით თქვენს ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80