გურჯაანის მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია შეხვედრებით დაიწყო
მთავარი

გურჯაანის მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია შეხვედრებით დაიწყო

გურჯაანის მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია შეხვედრებით დაიწყო
for.ge

2017-09-13 20:47:08

,,სოფელ კახიფარიდან დავიწყე ჩემი შეხვედრები ამომრჩეველთან. ადგილობრივების ძირითადი თხოვნა ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრაა. მე, თითოეულ ჩემ თანამოქალაქესთან ერთად შევძლებ, რომ სოფელში არსებული გამოწვევები იქნეს გადალახული და ჩემი მერობის შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდები მათ მხარდაჭერას,“ - განაცხადაარჩილ ხანდამაშილმა. 

მერობის კანდიდატის განცხადებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტს გააჩნია განვითარების პოტენციალი და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ მიმართულებებით აქტიურად დაიწყებს მუშაობას. 

,,ვამაყობ, რომ გურჯაანში „ქართულმა ოცნებამ“ ნდობა გამომიცხადა და მერობის კანდიდატად დამასახელა. სიამოვნებით ვიღებ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ვფიქრობ, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ქალაქში არსებული პოტენციალის ათვისებას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის მიმართულებით,’’ – აღნიშნა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრები რამდენიმე საოჯახო მარანში, სოფელ შაშიანში, სოფელ კალაურში, ვაჩნაძიანსა და ვაზისუბანშიც გამართა. 

„ჩემი მიზანია, რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებით განხორციელდეს. ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ საოჯახო მარნების მიერ დაყენებული ქვევრის ღვინის განვითარებაა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ქვევრის ღვინოების ცნობადობის ამაღლებას, ეკონომიკურ წინსვლასა და ადგილობრივად, სოფელში დოვლათის შექმნას,“ - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ვეთანხმები - კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ვეთანხმები - კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია

მამუკა მდინარაძე:  ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის

მამუკა მდინარაძე: ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის

იქნება მსჯელობა დეტალებზე, ამ საკითხზე ზოგადი პასუხის გაცემა არ შეიძლება

იქნება მსჯელობა დეტალებზე, ამ საკითხზე ზოგადი პასუხის გაცემა არ შეიძლება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

თომას ბახმა გიორგი კვირიკაშვილს სპეციალური მედალი გადასცა

თომას ბახმა გიორგი კვირიკაშვილს სპეციალური მედალი გადასცა

შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან

შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან

მივესალმებით თქვენს ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება

მივესალმებით თქვენს ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80