კონგრესმენი დევიდ პრაისი: საქართველოს კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს
მთავარი

კონგრესმენი დევიდ პრაისი: საქართველოს კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს

კონგრესმენი დევიდ პრაისი: საქართველოს კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს
for.ge

2017-09-14 09:56:29

„საქართველოს კონგრესში  ბევრი მეგობარი ჰყავს. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებების სისტემა",- ამის შესახებ  ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის"  თავმჯდომარის მოადგილემ, დევიდ პრაისმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კონგრესის წევრები ყოველთვის მოხარულები არიან ქართველებთან შეხვედრით.

კონგრესმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

დევიდ პრაისმა ყურადღება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობაზეც გაამახვილა.

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება კარგია  რამდენიმე მიზეზის გამო - პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ და გავხსნათ ბაზარი ერთმანეთის ეკონომიკისთვის, მეორე - აქ არსებობს ძალიან ძლიერი უსაფრთხოების ინტერესი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ის თანდათან გაძლიერდება და ექნება შესაძლებლობა, ჰქონდეს რეგიონული მნიშვნელობა",- განაცხადა სენატორმა.

დევიდ პრაისმა აღნიშნა ისიც, რომ კონგრესის წევრებთან შესახვედრა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთად გამართეს, რაც მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით მმართველი გუნდის ხელმძღვანელობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი კამათის ნაცვლად, ერთად ამყარებენ კომუნიკაციას კონგრესის წევრებთან",- განაცხადა კონგრესმენმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

 

 
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მეხუთე შეხვედრა დასრულდა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მეხუთე შეხვედრა დასრულდა

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნაბიჯებს გმობს

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნაბიჯებს გმობს

გვსურს კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის დასკვნები ასახული ვიხილოთ

გვსურს კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის დასკვნები ასახული ვიხილოთ

თინა ბოკუჩავას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილების არსებული ფორმით მიღება, „ქართული ოცნების“ კრახის დასაწყისი იქნება“

თინა ბოკუჩავას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილების არსებული ფორმით მიღება, „ქართული ოცნების“ კრახის დასაწყისი იქნება“

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, თარაშ შურღაიას საარჩევნო შტაბი გაიხსნა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, თარაშ შურღაიას საარჩევნო შტაბი გაიხსნა

წულუკიანი OGP-ის ფარგლებში განსახორციელებელ მიზნებს განმარტავს

წულუკიანი OGP-ის ფარგლებში განსახორციელებელ მიზნებს განმარტავს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80