საქართველოს საპარლამენტო კონგრესმენებს, პიტერ როსკამს და დევიდ პრაის შეხვდა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

საქართველოს საპარლამენტო კონგრესმენებს, პიტერ როსკამს და დევიდ პრაის შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო კონგრესმენებს, პიტერ როსკამს  და დევიდ პრაის შეხვდა
for.ge

2017-09-14 10:57:03

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით,  ვაშინგტონში, კონგრესმენებს, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიისპარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარეს, პიტერ როსკამს  და პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, დევიდ პრაის შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე,  სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი. განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს, მისი ეკონომიკისა და ქვეყნისდემოკრატიულ განვითარებას შეეხება. ვისაუბრეთ ჩვენი მეგობრობის შესახებ -  როგორც საკანონმდებლო ორგანოებს, ასევე, როგორცმოკავშირე ქვეყნებს შორის. მთავარი თემა ამ ვიზიტისა იყო, თუ რამდენად წარმატებულად ვითარდება და როგორ გაგრძელდება ესპროცესი“,-აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარემ, კონგრესმენმა პიტერ როსკამმა.

„დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილის, კონგრესმენ დევიდ პრაისის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს საერთო ღირებულებების სისტემა აქვს და საქართველოს ამერიკის კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყვას.

„საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს კონგრესში. კონგრესის წევრები ყოველთვის მოხარულები ვართ ქართველების სტუმრობით  დაასევე, ჩვენც ყოველთვის მოხარულები ვართ საქართველოში ვიზიტით, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებების სისტემა.საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა რუსეთის მხრიდან.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით მმართველი გუნდის ხელმძღვანელობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ძალიანმნიშვნელოვანია, რომ ისინი კამათის ნაცვლად, ერთად ამყარებენ კომუნიკაციას კონგრესის წევრებთან“,-აღნიშნა დევიდ პრაისმა.

კონგრესმენის განცხადებით, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოსა დაამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო.

„როგორც ჩემმა კოლეგამ, კონგრესმენმა პრაისმა აღნიშნა, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობებისგაფართოება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კარგია  რამდენიმე მიზეზის გამო - პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ და გავხსნათ ბაზარი ერთმანეთის ეკონომიკისთვის, მეორე - აქ არსებობს ძალიან ძლიერი უსაფრთხოების ინტერესი,იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ის თანდათან გაძლიერდება და ექნება შესაძლებლობა, ჰქონდესრეგიონული მნიშვნელობა.

 ყოველთვის მოხარულები ვართ ჩვენს ქართველ კოლეგებთან შეხვედრით“, - განაცხადა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა.

„დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან შეხვედრაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძრვანელთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

 
20 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

20 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

მეუფე ნიკოლოზი იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც 21 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე შესაძლოა, განიხილონ

მეუფე ნიკოლოზი იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც 21 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე შესაძლოა, განიხილონ

 21 ივნისს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

21 ივნისს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

მხოლოდ სამართლებრივია მიზეზი, რის გამოც ჩვენ სამ-ოთხ კვირიან ინტერვალში მთავრობისათვის ორჯერ გვიწევს ნდობის გამოცხადება

მხოლოდ სამართლებრივია მიზეზი, რის გამოც ჩვენ სამ-ოთხ კვირიან ინტერვალში მთავრობისათვის ორჯერ გვიწევს ნდობის გამოცხადება

კახა კუჭავა: უკეთესი იქნება, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე იყოს გამოყოფილი

კახა კუჭავა: უკეთესი იქნება, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე იყოს გამოყოფილი

ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო შეუერთდეს

ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო შეუერთდეს

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80