თურქეთის ელჩი "სარფის" საბაჟოზე შეფერხებას აქტიურ სეზონს და მოქალაქეების რაოდენობის ზრდას უკავშირებს
მთავარი

ipn.ge

2017-09-14 10:58:09

ორივე მხარე ვთანამშრომლობთ, რომ დავძლიოთ პრობლემები, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ფინანსთა სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა.

”ახლა აქტიური სეზონია და დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საზღვარს კვეთენ. 30 ათასამდე ადამიანი გადადის საზღვარზე ყოველდღიურად, ამიტომ, სამწუხაროდ, გამტარუნარიანობა ყოველთვის შესაბამისი არ არის. გარდა ამისა, ახლა თურქეთის მხარეს სარემონტო სამუშაოები გვაქვს, რომელთა დასრულებასაც წლის ბოლომდე ვგეგმავთ. ამ კონკრეტულ მომენტში თურქულ მხარეს გამტარუნარიანობის პრობლემა აქვს. ახლა ორივე მხარე ვთანამშრომლობთ, რომ დავძლიოთ პრობლემები,” - განუცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ”რუსთავი 2”-თან საუბრისას.

ფინანსთა სამინისტროში, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში შექმნილი პრობლემებისა და შეფერხებების გამო, რამაც თურქეთის ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების რიგის ფორმირება გამოიწვია, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ლევენთ გიუმრუქჩუს შეხვდა. შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მონაწილეებს მიმართა

სოფიო ქაცარავა და ჯასტინ მაკენზი სმიტი პარლამენტში სტაჟიორებს და სტუდენტებს შეხვდნენ

სოფიო ქაცარავა და ჯასტინ მაკენზი სმიტი პარლამენტში სტაჟიორებს და სტუდენტებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას

ნინო წილოსანი: „გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა აღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს"

ნინო წილოსანი: „გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა აღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს"

ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის წევრებმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრეს

ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის წევრებმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრეს

საქართველოს პარლამენტში ოსურ-ქართული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს პარლამენტში ოსურ-ქართული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80