ილია მეორე: ცოდნის მიღება არ არის საკმარისი, ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას უარყოფითი შედეგები მოაქვს
მთავარი

ipn.ge

2017-09-14 11:20:30

ცოდნის მიღება არ არის საკმარისი, ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას უარყოფითი შედეგები მოაქვს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ეკლესიური ახალი წელი და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

პატრიარქის თქმით, არის დღეები, როცა ადამიანი განსაკუთრებით ფიქრობს თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე და ეს დღე არის სწორედ დღევანდელი დღე.

”დღეს არის ახალი წელი ეკლესიურად და დასაწყისი სასწავლო წლისა. ორი დღესასწაული დაემთხვა ერთმანეთს. მე მინდა ორივე დღესასწაული მოგილოცოთ. დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რას გვაძლევს და რა არის განათლება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ცოდნა. ცოდნის მიღება ეს არის ”ნათელი ქრისტესი”. ”ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა”. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს, რომ ”ნათელი ქრისტესი” უნდა შევიდეს ჩვენში. ჩვენ გავუღოთ კარი და სარკმელი ჩვენი გულისა და გონებისა ”ნათელსა ქრისტესა”. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე”, - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა მისი სტუდენტობის წლებიც გაიხსენა. პატრიარქის თქმით, იყვნენ ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც კარგად სწავლობდნენ, მეცადინეობდნენ და ითვისებდნენ პროფესორების მიერ გადმოცემულ ლექციებს, მაგრამ წიგნების კითხვას ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას.

უწმინდესის განცხადებით, ასეთი სტუდენტები თავისი ცოდნით და განათლებით სუსტები იყვნენ.

”ვიყავით ისეთი სტუდენტები, რომლებიც მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით საინტერესო წიგნებს. ჩვენ ვკითხულობდით ფილოსოფიას, ლოგიკას, ფსიქოლოგიას. ეს ყველაფერი აფართოებდა ჩვენს ცოდნას. უნდა ითქვას, რომ ცოდნის მიღება საკმარისი არ არის. ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას მოაქვს უარყოფითი შედეგები. ცოდნასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სარწმუნოება და კეთილი თვისებები. აი ასეთი კეთილი თვისებებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე და შეგახსენოთ უფლის სიტყვები - ”ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ”. ღმერთმა მოგცეთ მადლი, წყალობა, სიბრძნე, სიხარული, სიყვარული და მტკიცე სარწმუნოება”, - განაცხადა ქადაგების ბოლოს უწმინდესმა.

პატრიარქმა დღეს სიონში სასულიერო აკადემიის პრორექტორი დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

პატრიარქის თქმით, დეკანოზი დიდი პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის შთამომავალია.
გერმანიის მთავრობა მათი ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს

გერმანიის მთავრობა მათი ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს

გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ

გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ

ყველა გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს - მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა

ყველა გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს - მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

არსებული ინფორმაციით, თბილისის პროკურორი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

არსებული ინფორმაციით, თბილისის პროკურორი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

აშშ-მ ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მსხვილ გარიგებას სანქციები მოყვება

აშშ-მ ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მსხვილ გარიგებას სანქციები მოყვება

პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო მკურნალობა უტარდება

პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო მკურნალობა უტარდება

თბილისის მერის მოადგილე ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდა

თბილისის მერის მოადგილე ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80