მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს

მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს
ipn.ge

2017-09-14 11:24:10

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს.

როგორც ფონდში აცხადებენ, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და 20 სექტემბრამდე სადგური სატესტო რეჟიმში იმუშავებს. ამ მიზნით ადგილზე უცხოელი სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობენ.

ფონდის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმის შემდეგ ახალი მეტროსადგურის “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის” გადაცემის პროცედურები დაიწყება. მეტროსადგურს ოთხი ამოსასვლელი ექნება და უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი.

ფონდში აცხადებენ, რომ მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ამოქმედება საბურთალოს რაიონში მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებისა და საცობების შემცირებას შეუწყობს ხელს.

მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და დაახლოებით, 84 მლნ ლარი დაიხარჯა. მშენებლობა ფაქტიურად 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო.

როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სამუშოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა, ესპანურმა კომპანიამ COBRA ASSIGNIA (კობრა ასიგნიამ) განახორციელა. მეტროსადგურის დიზაინიც ასევე ესპანურ კომპანიას ეკუთვნის.
20 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

20 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

მეუფე ნიკოლოზი იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც 21 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე შესაძლოა, განიხილონ

მეუფე ნიკოლოზი იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც 21 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე შესაძლოა, განიხილონ

 21 ივნისს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

21 ივნისს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

საბურთალოზე შიდა ეზოების მოწესრიგება მიმდინარეობს

მხოლოდ სამართლებრივია მიზეზი, რის გამოც ჩვენ სამ-ოთხ კვირიან ინტერვალში მთავრობისათვის ორჯერ გვიწევს ნდობის გამოცხადება

მხოლოდ სამართლებრივია მიზეზი, რის გამოც ჩვენ სამ-ოთხ კვირიან ინტერვალში მთავრობისათვის ორჯერ გვიწევს ნდობის გამოცხადება

კახა კუჭავა: უკეთესი იქნება, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე იყოს გამოყოფილი

კახა კუჭავა: უკეთესი იქნება, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე იყოს გამოყოფილი

ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო შეუერთდეს

ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო შეუერთდეს

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა

პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80