გრიგოლ ლილუაშვილმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 10-ე საერთაშორისო ფორუმში (LED) მიიღო მონაწილეობა
მთავარი

for.ge

2017-09-14 11:48:01

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა  ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით გამართულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 10-ე საერთაშორისო ფორუმში (LED) სახელწოდებით „პროგრესული ქალაქები"  მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და  ასამდე საერთაშორისო მომხსენებელმა, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დანიელსონმა, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა ბანბანგ სუსანტონომ, EBRD-ის მთავარმა ეკონომისტმა ქეთილ ტვენტმა და ასზე მეტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულმა სტუმარმა.

ფორუმზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემატური საკითხები; ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული განვითარების ახალი მიდგომები, ქალაქ მშენებლობების ეფექტური დაგეგმარება, ღია მმართველობის თანამშრომლობა, ინვესტიციები და სხვა. წლევანდელ ფორუმზე ასევე აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში ელექტრონულ მმართველობაზე და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ მომხსენებლებს აღნიშნულ ფორუმში აქტიური მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ ,,ეკონომიკური განვითარების ფორუმი" ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგობრივად ეფექტურია.

„აუცილებელია ქალაქების ურბანული განვითარებაში საზოგადოების ჩართულობა, მათი აზრის გათვალისწინება. პატარა ქალაქების სწორედ და ეფექტურად დაგეგმილი ურბანული განვითარება შეაჩერებს მუნიციპალიტეტებიდან დედაქალაქში მიგრაციის ზრდას. აღსანიშნავია, რომ თბილისის მასშტაბით, ბოლო პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და სწორედ ამან განაპირობა ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. იმედი მაქვს, ქალაქმშენებლობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტი გაღრმავების. დაგეგმილი ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის კიდევ უფრო შედეგიანი გახდება და საფუძველი ჩაეყრება ახალი ეფექტური პროექტების და ინვესტიციების განხორციელებას" -განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გერმანიის მთავრობა მათი ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს

გერმანიის მთავრობა მათი ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს

გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ

გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ

ყველა გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს - მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა

ყველა გრანდიოზული გეგმა ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველო ერთ რამეს ვერ გაითავისებს - მან უნდა გაამყაროს დემოკრატიული გარდაქმნა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

არსებული ინფორმაციით, თბილისის პროკურორი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

არსებული ინფორმაციით, თბილისის პროკურორი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

აშშ-მ ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მსხვილ გარიგებას სანქციები მოყვება

აშშ-მ ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მსხვილ გარიგებას სანქციები მოყვება

პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო მკურნალობა უტარდება

პატრიარქს სახის სამწვერა ნერვის ანთების გამო მკურნალობა უტარდება

თბილისის მერის მოადგილე ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდა

თბილისის მერის მოადგილე ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80