ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდნენ
მთავარი

ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდნენ

ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში კონგრესმენ  ჯერი კონოლის შეხვდნენ
for.ge

2017-09-14 13:02:33

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდა.

კონგრესმენმა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე და სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე.

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანიიზიარებს საერთო მიზანს, რომელიც საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებისდატოვებას გულისხმობს. ჩვენ, ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სოლიდარობის შესახებ. ჩვენძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ სოლიდარობა ძალიან ნათელია, საერთოა.  ჩვენ ვდგავართ საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სურვილის გვერდით, იყოს დამოუკიდებელი, ევროპული თანამეგობრობისა და ნატოს  ფუნქციური წევრი“, -განაცხადა შეხვერის დასრულების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ჯერიკონოლიმ.

შეხვედრას, ქართული მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად ესწრებოდნენ საპარლამენტო დელეგაციის წევრები: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

 

 
დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ვეთანხმები - კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ვეთანხმები - კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია

მამუკა მდინარაძე:  ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის

მამუკა მდინარაძე: ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის

იქნება მსჯელობა დეტალებზე, ამ საკითხზე ზოგადი პასუხის გაცემა არ შეიძლება

იქნება მსჯელობა დეტალებზე, ამ საკითხზე ზოგადი პასუხის გაცემა არ შეიძლება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

თომას ბახმა გიორგი კვირიკაშვილს სპეციალური მედალი გადასცა

თომას ბახმა გიორგი კვირიკაშვილს სპეციალური მედალი გადასცა

შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან

შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან

მივესალმებით თქვენს ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება

მივესალმებით თქვენს ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80