ვიცე-პრემიერის თქმით, პოლოლიკაშვილის არჩევა საქართველოს, საერთაშორისო დონეზე, ახალ შესაძლებლობებს მისცემს
მთავარი

for.ge

2017-09-14 13:48:51

ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით,  გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევა საქართველოს ცნობადობის გაზრდის.

ტელე-კომპნაია „იმედის“ ეთერში ჩინეთიდან პირდაპირი ჩართვისას მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევა საერთაშორისო დონეზე საქართველოს აღიარებად და ისტორიულ მოვლენად შეაფასა.

მისი თქმით, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენლის არჩევა საქართველოს საერთაშორისო დონეზე დიდი აღიარებაა და ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.  

„ეს არის აღიარება საქართველოს როლის არა მარტო ტურიზმის მიმართულებით, არამედ საერთაშორისო  დონეზე, სხვადასხვა ორგანიზაციების მრავალმხრივ ფორმატებში. ზურაბ პოლოლიკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მოხდა სრული კონსესუსით, ასამბლეის მონაწილეების მხრიდან ერთხმად. ტურიზმის მიმართულება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. საქართველოში ბევრი ოჯახის ძირითად შემოსავლის წყარო სწორედ ტურიზმია. დღევანდელი წარმატებით კი  საქართველომ კიდევ უფრო მეტი ცნობადობა და საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა.  შესაბამისად პოლოლიკაშვილის მონაწილეობით კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ტურსიტულ ინდუსტრიას და  გლობალურ ტურისტულ ინდუსტრიასთანაც მეტი ინტეგრაცია მოხდება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით, ზურაბ პოლოლიკაშვილს ტურიზმის სექტორში დიდი გამოცდილება აქვს და წლების მანძილზე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს წარმოადგენდა.

„ეს არის მისი საქმიანობის ძალიან მაღალი შეფასება. ამ წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას. პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, საქართველოს საელჩოებს და დიპლომატიურ კორპუსს. ჩინეთში მიმდინარე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის დროს შეხვედრები გაიმართა რამდენიმე დელეგაციის ხელმძღვვნელთან. ასევე მასპინძლებთან. ჩვენ ჩინეთთან ვაძლიერებთ ორ მხრივ სავაჭრო ეკონომიკურ ტურისტულ საკითხებს. საქართველოს კანდიდატურის არჩევის პროცესში ასამბლეაზე  დიდი მხარდაჭერა გვქონდა ჩინეთის მთავრობის მხრიდან. ეს ფაქტიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  ჩინეთის ბაზარზეც ავიმაღლეთ ცნობადობა, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ ტურისტ და ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ჩენგდუში იმართება. გენერალური მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდგომ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცების პროცედურას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მეხუთე შეხვედრა დასრულდა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მეხუთე შეხვედრა დასრულდა

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნაბიჯებს გმობს

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ნაბიჯებს გმობს

გვსურს კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის დასკვნები ასახული ვიხილოთ

გვსურს კონსტიტუციაში ვენეციის კომისიის დასკვნები ასახული ვიხილოთ

თინა ბოკუჩავას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილების არსებული ფორმით მიღება, „ქართული ოცნების“ კრახის დასაწყისი იქნება“

თინა ბოკუჩავას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილების არსებული ფორმით მიღება, „ქართული ოცნების“ კრახის დასაწყისი იქნება“

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, თარაშ შურღაიას საარჩევნო შტაბი გაიხსნა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, თარაშ შურღაიას საარჩევნო შტაბი გაიხსნა

წულუკიანი OGP-ის ფარგლებში განსახორციელებელ მიზნებს განმარტავს

წულუკიანი OGP-ის ფარგლებში განსახორციელებელ მიზნებს განმარტავს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80