„თვალნათლივ გამოჩნდა თუ რამდენად დიდია საქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ“
მთავარი

„თვალნათლივ გამოჩნდა თუ რამდენად დიდია საქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ“

„თვალნათლივ გამოჩნდა თუ რამდენად დიდია საქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ“
for.ge

2017-09-14 13:59:12

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ახლად არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი მიიჩნევს, რომ მისი არჩევა საქართველოს გამარჯვებაა.

მისივე თქმით, თვალნათლივ გამოჩნდა თუ რამდენად დიდია საქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ.

”ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად და თვალნათლივ გამოჩნდა თუ რამდენად დიდია საქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე არის. ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვება“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ახლად არჩეულმა გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა პირველ რიგში ორგანიზაციის მოქმედ გენერალურ მდივანს, ტალებ რიფაის და წევრ სახელმწიფოებს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის და წევრი სახელმწიფოების ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

”დიდი მადლობა თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მინდა დაგპირდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს ამ ორგანიზაციის გამარჯვებაა. გპირდებით, რომ ჩვენ ერთად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვართ ძმები, დები, ბევრმა ქვეყანამ აღნიშნა ეს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი”, - აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას - პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და ვიცე-პრემიერ მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს.

”პირადად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პრემიერ-მინისტრს. მისი და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის თაოსნობით განხორციელდა ეს მართლაც რომ ძალიან დიდი მიღწევა. ამ პროცესში იყო ჩართული ძალიან ბევრი ადამიანი. რომ არა ასეთი ერთსულოვნება და ერთად დგომა, ძალიან რთული იქნებოდა ამ ძალიან დიდი მიზნის მიღწევა“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში, ქ. ჩენგდუში იმართება.

პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდა.
დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ვეთანხმები - კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ვეთანხმები - კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია

მამუკა მდინარაძე:  ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის

მამუკა მდინარაძე: ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის

იქნება მსჯელობა დეტალებზე, ამ საკითხზე ზოგადი პასუხის გაცემა არ შეიძლება

იქნება მსჯელობა დეტალებზე, ამ საკითხზე ზოგადი პასუხის გაცემა არ შეიძლება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

თომას ბახმა გიორგი კვირიკაშვილს სპეციალური მედალი გადასცა

თომას ბახმა გიორგი კვირიკაშვილს სპეციალური მედალი გადასცა

შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან

შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან

მივესალმებით თქვენს ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება

მივესალმებით თქვენს ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში სპორტის და ოლიმპიური ღირებულებების პოპულარიზაციას ემსახურება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80