პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე იუსტიციის მინისტრის კრიტიკას პასუხობს
მთავარი

ipn.ge

2017-10-12 16:10:12

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მეტი საჯაროობისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ცალკეულ პიროვნებებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამინისტროს დადებითი რეკომენდაციის მიუხედავად, პრეზიდენტი აფერხებს გარკვეული პირებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას.

"მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს დავაფიქსირე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა, რომ გაზრდილი მოთხოვნიდან და იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებული იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმთან, დახვეწილიყო მიდგომები საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე. პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება უნდა ხდებოდეს უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და მასში ჩართული უნდა იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები. თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები აღნიშნული საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან. დღეს გამოჩნდა, რომ მეტი საჯაროობისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ცალკეულ პიროვნებებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა. მაშინ როცა პროცესი დასრულებისკენ მიდიოდა, ჩვენ მივიღეთ წერილი იუსტიციის სამინისტროსგან, სადაც საუბარია, რომ ამ საჯაროობისკენ გადადგმული ნაბიჯებით, ვციტირებ: “საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს კანონს” და ამის შემდგომ იუსტიციის სამინისტრო მოკლებული იქნება ყოველგვარ შესაძლებლობას გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებზე, რაც დაკავშირებულია მოქალაქეობის მინიჭებასთან. საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება. თავის მხრივ, დღეს იუსტიციის მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე ეს ყველაფერი გააჟღერა და გადათარგმნა პრეზიდენტის პოლიტიკურ კრიტიკაში, მოყვა წერილის მოკლე შინაარსი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის 1-ელი სექტემბრის ინიციატივის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების პროცესი აუცილებლად გახდება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, მასში აუცილებლად ჩაერთვებიან საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი უახლოეს დღეებში ასახული იქნება შესაბამის სამართლებრივ აქტში“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
გლდანის N20 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის კობა კობალაძის შეხვედრა მოსახლეობასთან

გლდანის N20 მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის კობა კობალაძის შეხვედრა მოსახლეობასთან

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ფრანსის მალიჟი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ფრანსის მალიჟი იქნება

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას  დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას ნდობას დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში გამოუცხადებს

გლდანის N20 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი კობა კობალაძე  მოსახლეობას შეხვდა

გლდანის N20 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი კობა კობალაძე მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი

საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი

საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ პარკინგის „ჯიბის“ მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა

კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ პარკინგის „ჯიბის“ მოწყობა ქვეითთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაწყდა

პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო

პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო

სარეკლამო ბანერი
1000 X 80