საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მომხდარი სკანდალური ამბავი გრძელდება
მთავარი

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მომხდარი სკანდალური ამბავი გრძელდება

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მომხდარი სკანდალური ამბავი გრძელდება

2017-10-12 21:15:44

ხატია ურიგაშვილი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მერობის კანდიდატებთან წინა საარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს ვრცელი პოსტით განმარტავს და აღნიშნავს, რომ აკადემიურ სივრცეში საკუთარი ინტერესებს ბოროტად იყენებენ.

"მოკლე მიმოხილვა ინციდენტის, რომელიც მოხდა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მერობის კანდიდატებთან წინა საარჩევნო შეხვედრაზე. სანამ უშუალოდ ინციდენტზე გადავალ, მკაფიოდ მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქმე გვაქვს აკადემიურ სივრცეში საკუთარი ინტერესების გამო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, კერძოდ კი სტუდენტების დავალდებულებას, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში შეხვდეს კონკრეტულ კანდიდატებს და არა ყველას.

ორი სახის ტყუილსა და პრობლემასთან გვაქვს საქმე. პირველი - ის რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებების ხელმძღვანელი, ქალბატონი ცირა ელისაშვილი მისი თანაგუნდელის გაპიარებისთვის იყენებდა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და ავალდებულებდა მისი მიმართულებების სტუდენტებს დასწრებოდნენ წინასაარჩევნო შეხვედრებს, რაც ყოვლად დაუშვებელია აკადემიურ სივრცეში თუ ეს ხდება სალექციო საათების ხარჯზე და სტუდენტების ნების საწინაამღდეგოდ. მეორე - თუ კი უნივერსიტეტი საკუთარ აკადემიურ ტრიბუნას მისივე უნივერსიტეტის სტუდენტების ცნობიერების ასამაღლებლად უთმობს კანდიდატებს, საშუალება უნდა მიეცეს ყველას და წარმოდგენილი კანდიდატები გაურკვეველი სელექციის პრინციპით არ უნდა იყვნენ შერჩეულნი.


რაც შეეხება ტყუილებს:

1. როგორც გვპასუხობენ რომ ყველა კანდიდატს დაუკავშირდნენ ეს არის სიცრუე.

2) ისევე როგორც სიცრუეა რომ მე არ ვარ ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც აპროტესტებს მის უნივერსიტეტში მომხდარ ყოვლად მოიუღებელ ფაქტს. 

P.S მას შემდეგ რაც ჩვენ აღნიშნული ფაქტები გავაპროტესტეთ, GIPA-მ და ქალბატონმა ცირა ელისაშვილმა შეცვალეს გადაწყვეტილება და წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრება აღარ არის სავალდებულო საჯარო პოლიტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის!

P.P.S ჩვენი პოზიცია რომ არ ყოფილიყო მართებული GIPA არ შეცვლიდა გადაწყვეტილებას", - წერს ხატია ურიგაშვილი.
ჩვენ არ ვსარგებლობთ ნატოს დაცვით, მაგრამ პარტნიორობა დასავლეთთან და კეთილმეგობრული ურთიერთობები წარმოადგენს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას

ჩვენ არ ვსარგებლობთ ნატოს დაცვით, მაგრამ პარტნიორობა დასავლეთთან და კეთილმეგობრული ურთიერთობები წარმოადგენს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას

კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიაში ჩვენ გვაქვს 10-15%-იანი გაუმჯობესება ყოველწლიურად

კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიაში ჩვენ გვაქვს 10-15%-იანი გაუმჯობესება ყოველწლიურად

ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს თავისი სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში, ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს

ევროკავშირი უნდა დაეხმაროს საქართველოს თავისი სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებაში, ჩვენ ახალი პერსპექტივა უნდა მივცეთ ქართველ ხალხს

რუსეთი ბუნებრივად უნდა იყოს დაინტერესებული სამხრეთით სტაბილური მეზობლის ყოლაში

რუსეთი ბუნებრივად უნდა იყოს დაინტერესებული სამხრეთით სტაბილური მეზობლის ყოლაში

ჩვენ დღესაც უნდა ვეძებოთ შეხების სფეროები რუსეთთან, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი კონფლიქტის პოლიტიკურად გადასაჭრელად

ჩვენ დღესაც უნდა ვეძებოთ შეხების სფეროები რუსეთთან, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი კონფლიქტის პოლიტიკურად გადასაჭრელად

მოხარული ვართ, რომ ჩვენს მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს

მოხარული ვართ, რომ ჩვენს მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს

გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

“რადიო თავისუფლების” ქართული ბიურო “რუსთავის 2″– თან იძულებით თანამშრომლობას აპროტესტებს

“რადიო თავისუფლების” ქართული ბიურო “რუსთავის 2″– თან იძულებით თანამშრომლობას აპროტესტებს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80