ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციის და საკომუნიკაციო კამპანიის გეგმაზე იმსჯელეს
მთავარი

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციის და საკომუნიკაციო კამპანიის გეგმაზე იმსჯელეს

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციის და საკომუნიკაციო კამპანიის გეგმაზე იმსჯელეს
for.ge

2017-10-12 21:27:04

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. ღონისძიებაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ეწვია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისსამდივნოს (FCTC), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP), „თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვების" (TFK) წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი.

ღონისძიებაზე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის კონსოლიდირებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს და ის აქტივობები მიმოიხილეს, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.

კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით კომიტეტში შეიქმნა „ჯანმრთელობის ხელშეწყობის" საბჭო რომელიც, მისივე თქმით, არა მარტო თამბაქოს კონტროლის მნიშვნელოვანი კანონის დანერგვის ეფექტიან ინსტრუმენტად, არამედ, ზოგადად, საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმის მაგალითად იქცევა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კანონმდებლობის დანერგვის კუთხით.

„საქართველოში 11 000 ადამიანი ნაადრევად იღუპება თამბაქოს მოწევისგან გამოწვეული დაავადებებით და 3000 ადამიანი - მეორადი მოწევის შედეგად. როდესაც ამ კანონმდებლობის დანერგვაზე ვზრუნავთ, ჩვენ ამ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვით. ეს არის ჩვენი კომიტეტისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ 3-4 თვის შემდეგ კანონი, პრაქტიკულად, თვითაღსრულებადი გახდება, რადგან სოციალური ნორმა იცვლება. „ჩვენ კანონის ამოქმედების ვადა გადავწიეთ ჩვენი კოლეგების რჩევით, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყნებში. მივიღეთ გადაწყვეტილება, თბილ პერიოდში დაწყებულიყო შენობებში მოწევის აკრძალვა, რათა ადამიანებისთვის საწყის ეტაპზე არ ყოფილიყო დისკომფორტი შენობიდან გარეთ გასვლა და, ასევე, მიგვეცა საკმარისი დრო ამ კუთხით სამასპინძლო ბიზნესის, მაკონტროლებლების, საზოგადოებრივი აზრის, მონიტორინგის, მოხალისეების მოსამზადებლად, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ნებისმიერი პოტენციური სოციალური დაძაბულობის ნებისმიერ გამოვლენას", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, კრისტინა მაუერ-სტენდერისინფორმაციით, საზოგადოების 85 % ამბობს, რომ უნდა აიკრძალოს მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში. „ჩვენ გზის ნახევარი უკვე გავიარეთ - კანონი მიღებულია, მაგრამ მისი ამოქმედება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ერთი გუნდი ამ გზაზე. კანონი ტესტს 2018 წლის 1 მაისს გაივლის", - აღნიშნა კრისტინა მაუერ-სტენდერმა. მანვე ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა საერთაშორისო მხარდაჭერა, ვინაიდან განხორციელებული სამართლებრივი რეფორმით იგი გახდა რეგიონის ლიდერი ქვეყანა თამბაქოს კონტროლის მიმართულებით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარმომადგენელმა, ენდრიუ ბლექმა რეგიონში ლიდერი უწოდა საქართველოს თამბაქოს კონტროლის თვალსაზრისით. „ახალი კანონი იმდენად დეტალურადაა გაწერილი, რომ დაეხმარება საქართველოს დააკმაყოფილოს კონვენციის მოთხოვნები", - განაცხადა ენდრიუ ბლექმა. 

კანონის იმპლემენტაციის კონსოლიდირებული სამოქმედო გეგმა შეხვედრაში მონაწილეებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ გააცნო. როგორც მან აღნიშნა, ახლა უკვე მნიშვნელოვანია შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავება და დამტკიცება, აღმასრულებელი სტრუქტურების გეგმების განხორციელების ხელშეწყობა, კომუნიკაცია მიზნობრივ ჯგუფებთან. „თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის ხელშეწყობისათვის, ამ სფეროში თანამედროვე, ევროპული მიდგომების მომცველი პოლიტიკის დანერგვის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის გაძლიერება, მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლება", - განაცხადა მარინა დარახველიძემ. 

დღესვე გაიმართა დისკუსია, რომელშიც სხვადასხვა უწყებების, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კანონის მიღების ფაქტთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება დააფიქსირეს და მისი იმპლემენტაციის ხელშემწყობი მექანიზმების თაობაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.​




 
პარლამენტში გაეროს დღისადმი და გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

პარლამენტში გაეროს დღისადმი და გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

სოფო კილაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სოფო კილაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

სასამართლომ პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი ლ.კ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დამნაშავედ ცნო

სასამართლომ პოლიციის სამმართველოს განყოფილების ყოფილი უფროსი ლ.კ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დამნაშავედ ცნო

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში დასუფთავების მასშტაბური აქცია დაიწყო

​საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება

​საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება

მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმა თურქეთის ციხეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმა თურქეთის ციხეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80