კახა კალაძე: „ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები და რეფორმები ყველასთვის ხელშესახები იქნება“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

კახა კალაძე: „ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები და რეფორმები ყველასთვის ხელშესახები იქნება“

კახა კალაძე: „ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები და რეფორმები ყველასთვის ხელშესახები იქნება“
for.ge

2017-10-13 11:30:08

„არსებული ბიუჯეტით შეუძლებელი იქნება ქალაქის განვითარებაზე ფიქრი, ამიტომ საჭიროა დამატებითი ინვესტიციების შემოტანა“ - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, აუცილებელია ქალაქის მერს ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობა ხელისუფლებასთან და საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რათა შეძლოს დამატებითი სახსრების მოზიდვა და დაგეგმილი პროექტების განხორციელება.

„კარგად მესმის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში შეუძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება, თუმცა იმის ამბიცია გამაჩნია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები  და რეფორმები იყოს ყველასთვის ხელშესახები“ - აღნიშნა კახა კალაძემ და ხაზი ქალაქის ყველა უბნის თანაბარი განვითარების აუცილებლობას გაუსვა.

თბილისის მერობის კანდიდატმა ვაკისა და ვარკეთილის ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც  ითვალისწინებს ურბანულ  განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

შეხვედრებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის დეპუტატები - ბიძინა გეგიძე, ზაზა ხუციშვილი და მარიამ ჯაში, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები გიორგი მუსხელიშვილი, გიორგი დოხტურიშვილი, რევაზ სოხაძე და გიორგი ტყემალაძე ესწრებოდნენ.

 
ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება

ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება

არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, საჯარო სკოლებს, საბაზისო დაფინანსებასთან ერთად, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შესთავაზონ

არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, საჯარო სკოლებს, საბაზისო დაფინანსებასთან ერთად, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შესთავაზონ

 კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

რაც დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო, მისი ოცნება „ქართულ ოცნებაში“ პრობლემების წარმოქმნა იყო, რომ ივანიშვილს მისთვის კვლავ დაეხაძა

რაც დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო, მისი ოცნება „ქართულ ოცნებაში“ პრობლემების წარმოქმნა იყო, რომ ივანიშვილს მისთვის კვლავ დაეხაძა

კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა

გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს

„თბილისის ცის ქვეშ“ ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება

„თბილისის ცის ქვეშ“ ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება


სარეკლამო ბანერი
1000 X 80