მეუღლის მკვლელობასა და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

მეუღლის მკვლელობასა და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მეუღლის მკვლელობასა და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
for.ge

2017-10-13 11:34:35

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობაში, ორი  პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებული მ.ზ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 108-ე მუხლით, 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე,  დაბა ასპინძაში ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ზ.-მ დანის დარტყმით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, რომელიც  მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დას, ხოლო შემდგომ ეჭვიანობის საფუძველზე, ნაჯახის დარტყმით სცადა ნ.ზ. - ს და ლ.ზ. - ს მკვლელობა.

 სამართალდამცველებმა მ.ზ. 2017 წლის 09 აპრილს  დაბა ასპინძაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის  111 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მ.ზ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება

ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება

არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, საჯარო სკოლებს, საბაზისო დაფინანსებასთან ერთად, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შესთავაზონ

არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, საჯარო სკოლებს, საბაზისო დაფინანსებასთან ერთად, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შესთავაზონ

 კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

რაც დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო, მისი ოცნება „ქართულ ოცნებაში“ პრობლემების წარმოქმნა იყო, რომ ივანიშვილს მისთვის კვლავ დაეხაძა

რაც დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო, მისი ოცნება „ქართულ ოცნებაში“ პრობლემების წარმოქმნა იყო, რომ ივანიშვილს მისთვის კვლავ დაეხაძა

კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა

გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს

„თბილისის ცის ქვეშ“ ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება

„თბილისის ცის ქვეშ“ ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება


სარეკლამო ბანერი
1000 X 80