არჩილ თალაკვაძე - დღეს კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნდება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

არჩილ თალაკვაძე - დღეს კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნდება

არჩილ თალაკვაძე - დღეს კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნდება
ipn

2017-10-13 11:43:01

დღეს კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს ექნება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც არ არის მორგებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე.

”ახალ კონსტიტუციას აქვს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია უკვე ამ მომენტისთვის, ვინაიდან მას მხარი დაუჭირა პარლამენტში ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ და პოლიტიკურმა სუბიექტმა. ასევე, ამ კონსტიტუციას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნა, სადაც პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ კონსტიტუცია არის პროგრესული და ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობას და უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექნება ისეთი კონსტიტუცია, რომელიც არ არის მორგებული რომელიმე პოლიტიკური პარტიის რომელიმე სუბიექტურ ინტერესებზე. კონსტიტუცია დღეს დაუბრუნდება ხალხს და ეს იქნება კონსტიტუცია, რომელიც თითოეულ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის შენიშვნებს, თალაკვაძის განცხადებით, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ვერ მოახერხა დაეთანხმებინა ოპოზიცია, რომ მოტივირებულ შენიშვნებში მხოლოდ ორი საკითხი შესულიყო.

”შემიძლია ვთქვა შემდეგი, ჩვენ გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან საინტერესო შეხვედრა, სადაც პრაქტიკულად შეთანხმება შედგა იმასთან დაკავშირებით, რომ ვენეციის კომისიასთან აღებული პირობა უნდა შესრულებულიყო და პრეზიდენტიც დაეთანხმა ამ ორ საკითხს. ორ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას, საქართველოს პრეზიდენტს და ვენეციის კომისიას გვქონდა საერთო პოზიცია. სამწუხაროდ, ვერც პრეზიდენტმა მოახერხა ოპოზიციურ პარტიებთან შეთამხება, მათი დათანხმება მხოლოდ ამ საკითხების შეტანაზე მოტივირებულ შემოშვნებში”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


 
ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება

ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება

არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, საჯარო სკოლებს, საბაზისო დაფინანსებასთან ერთად, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შესთავაზონ

არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, საჯარო სკოლებს, საბაზისო დაფინანსებასთან ერთად, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შესთავაზონ

 კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

რაც დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო, მისი ოცნება „ქართულ ოცნებაში“ პრობლემების წარმოქმნა იყო, რომ ივანიშვილს მისთვის კვლავ დაეხაძა

რაც დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო, მისი ოცნება „ქართულ ოცნებაში“ პრობლემების წარმოქმნა იყო, რომ ივანიშვილს მისთვის კვლავ დაეხაძა

კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა

გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს

„თბილისის ცის ქვეშ“ ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება

„თბილისის ცის ქვეშ“ ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება


სარეკლამო ბანერი
1000 X 80