რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ძლიერი თურქეთი ანკარას მტრებში შიშს იწვევს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ძლიერი თურქეთი ანკარას მტრებში შიშს იწვევს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ძლიერი თურქეთი ანკარას მტრებში შიშს იწვევს
ipn

2017-10-13 11:44:00

თურქეთი როდესაც აშშ-ს იარაღის ყიდვის თხოვნით მიმართავს, ვაშინგტონი საბაბად კონგრესის თანხმობის საჭიროებას ასახელებს, თუმცა როდესაც საქმე ეხება ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ იარაღს უსასყიდლოდ აწვდიან, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი თავის ვალდებულებებს არ ასრულებს. 


„ბრიუსელი დაპირებებს იძლევა, შემდეგ კი მათ არ ასრულებს, ვინაიდან ევროკავშირის წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერი ხალხია. მთელი მათი ცხოვრება ერთი სიცრუეა. ჩვენ არასოდეს გვინახავს გულწრფელობა ევროკავშირის პოზიციებში“, - აღნიშნა ერდოღანმა. 

მისი თქმით, თურქეთის პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე გარკვეული ძალების უკმაყოფილებას იწვევს. 

„თურქეთის პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე უკანონობასთან და უსამართლობასთან ბრძოლაში გარკვეული ძალების უკმაყოფილებას იწვევს. ძლიერი თურქეთი შიშს იწვევს ანკარას მტრებში. რაც მთავარია, თურქეთი სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი და იმედი ხდება“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე დაადანაშაულა თურქეთში აშშ-ს საელჩო თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების დაძაბვაში. 

„თურქეთი აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-ს ელჩმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. თურქეთი ამას ვერ დაეთანხმება“, - დასძინა მან. 
ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება

ხუთ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სრულდება

არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, საჯარო სკოლებს, საბაზისო დაფინანსებასთან ერთად, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შესთავაზონ

არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, საჯარო სკოლებს, საბაზისო დაფინანსებასთან ერთად, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შესთავაზონ

 კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

რაც დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო, მისი ოცნება „ქართულ ოცნებაში“ პრობლემების წარმოქმნა იყო, რომ ივანიშვილს მისთვის კვლავ დაეხაძა

რაც დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ გამოეყო, მისი ოცნება „ქართულ ოცნებაში“ პრობლემების წარმოქმნა იყო, რომ ივანიშვილს მისთვის კვლავ დაეხაძა

კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

კოჯორში სანიაღვრე არხები ეწყობა

გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა

გია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ იცოდა

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს

„თბილისის ცის ქვეშ“ ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება

„თბილისის ცის ქვეშ“ ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი წარდგება


სარეკლამო ბანერი
1000 X 80