ანა დოლიძე - ”ქართულმა ოცნებამ” ვერ დაარწმუნა ვენეციის კომისია, ევროკავშირი და ვერც NDI, რომ კოალიციაში შემავალი 5 პარტია დამოუკიდებელი სუბიექტები არიან
მთავარი

ipn

2017-10-13 14:04:04

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ”ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო დაერწმუნებინა ვერც ვენეციის კომისია, ვერც ევროკავშირი და ვერც NDI, რომ კოალიციაში შემავალი 5 პარტია დამოუკიდებელი სუბიექტები არიან.

ანა დოლიძემ განცხადება პარლამენტში გააკეთა, სადაც ის დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს.

მისივე თქმით, რომელიმე პარტიის დამცირების გარეშე უნდა ითქვას, რომ 5-ს ჯობია 20 და კონსენსუსის დროს ეს არის მთავარი.

”მხოლოდ ჩვენი შენიშვნა არ არის, რომ ეს არის ერთპარტიული დოკუმენტი. რატომღაც თქვენ ვერ შეძელით დაგერწმუნებინათ ვერც ვენეციის კომისია, ვერც ევროკავშირი, ვერც NDI, რომ ის ხუთი პარტია, რომელიც არის თქვენთან გაერთიანებული და რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ თქვენს პარტიულ სიაში არჩევნებზე, დამოუკიდებელი სუბიექტები არიან. ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, თქვენ დაგჭირდებათ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის დარწმუნება, რომ ეს არ არის ერთპარტიული კუთვნილების დოკუმენტი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში აღარ დარჩა სასუნთქი ჰაერი, ტროტუარები, აღარ არის პარკები, სადაც დედები გაიყვანენ შვილებს ჰაერზე, უზარმაზარი კამპანიაა ატეხილი, რომ ხალხი იხრჩობა, მე პირველი ვიქნებოდი, ვინც მხარს დაუჭერდა იმას, რომ ”მწვანეთა პარტია” ყოფილიყო ნამდვილი პარტია, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, არავის მატებს ღირსებას სხვა პარტიის დამცირება, მისი წევრების რაოდენობის გამო.

”მე არ ვფიქრობ, რომ თქვენს მანდატს ღირსებას მატებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის დამცირება, ეყოლება მას ერთი თუ 100 წევრი. დიახაც, ჩვენ არ ვიტყვით, რომ 5 კარგია, ან 20 კარგია, ჩვენ ვუერთდებით ვენეციის კომისიის განცხადებას, რომელიც გამოთქვამს მწუხარებას მოლაპარაკების ჩაშლის შედეგის შესახებ და ხაზს უსვამს წინა პოზიციას, რომ ძირითადი კონსტიტუციური რეფორმა უნდა გატარდეს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით. იმის გარეშე, რომ არ დავამციროთ რომელიმე ოპოზიციური პარტია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს უდიდესი საუკუნოვანი პოლიტიკური ისტორია, მე მაინც ვიტყოდი, 5-ს ჯობია 20. უნდა შექმნილიყო საშუალება დიალოგის, არ გავჩერებულიყავით ხუთზე და ამ პროცესში უნდა ჩართულიყო რაც შეიძლება მეტი პარტია. მით უმეტეს, რომ ის ხუთი, რომელიც არის წარმოდგენილი, გაერთიანებულია ერთი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ”, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა

სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ძალადობის საქმეს ეხმაურება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ძალადობის საქმეს ეხმაურება

„ჩვენ ვიცავთ დედამიწას!“ - N162-ე ბაგა-ბაღში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

„ჩვენ ვიცავთ დედამიწას!“ - N162-ე ბაგა-ბაღში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ნიკოლ ფაშინიანი:  სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, შენ გაიმარჯვე!

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის რესპუბლიკის ამაყო მოქალაქევ, შენ გაიმარჯვე!

სერჟ სარგსიანი: ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი

სერჟ სარგსიანი: ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი

კარგად გვახსოვს ის წლები, როდესაც განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ადამიანებს სასტიკად უსწორდებოდნენ - ეს ძალადობა წარსულს ჩავაბარეთ

კარგად გვახსოვს ის წლები, როდესაც განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ადამიანებს სასტიკად უსწორდებოდნენ - ეს ძალადობა წარსულს ჩავაბარეთ

სერჟ სარგსიანი გადადგა

სერჟ სარგსიანი გადადგა

ქვეყნის გამთლიანებისთვის არსებობს რეცეპტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა - ეს არის პრაგმატული, სწორი, გონივრული საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკურად გაძლიერება

ქვეყნის გამთლიანებისთვის არსებობს რეცეპტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა - ეს არის პრაგმატული, სწორი, გონივრული საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკურად გაძლიერება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80