მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა უკანასკნელ შანსზე თქვა უარი, რომ ბოლოს მაინც პოზიტიური როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა უკანასკნელ შანსზე თქვა უარი, რომ ბოლოს მაინც პოზიტიური როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში

მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა უკანასკნელ შანსზე თქვა უარი, რომ ბოლოს მაინც პოზიტიური როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში
ipn

2017-10-13 16:20:26



პრეზიდენტმა თქვა უკანასკნელ შანსზე უარი, რომ ბოლოს მაინც პოზიტიური როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმის ძალიან წარმატებულ და უკვე აღიარებულ პროცესში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებულ მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.


როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია - ეს არის ის, რაც საქართველომ მიიღო უკანასკნელი თვეების დაუღალავი და ნამდვილად ნაყოფიერი შრომის შედეგად. 

„ვინ იყვნენ აქტორები ამ საქმეში, ეს იყო მათ შორის, ჩვენი ოპოზიციაც, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის ის ნაწილიც, რომელიც დღეს აკრიტიკებს ახალ კონსტიტუციას, მაგრამ მთავარია ის, რომ მათი მონაწილეობაც დაფიქსირდა და საკმაოდ პოზიტიურად იმიტომ, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციებისა და შენიშვნების 70%-ზე მეტი, როდესაც კომისია მუშაობას შეუდგა. უმრავლესობის მხრიდან 5 პარტიის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ ერთ მხარეს, ქართველი ხალხი და ვენეციის კომისია, რომელმაც ძალიან პოზიტიური დასკვნა დაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხარეს სამწუხაროა, რომ ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებასთან ერთად აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტი და ეს არის ის ფლანგი, რომელიც მართლაც მარტო დარჩა. მათი კრიტიკა დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ არასწორ ინფორმაციებზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განცხადებით, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, პრეზიდენტმა მას მაშინვე ბოიკოტი გამოუცხადა.

„ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს კომისია და დღეს, როდესაც ისინი ერთადერთ საკითხად აყენებენ პროპორციულ სისტემას, ქართულ საზოგადოებას უნდა შევახსენო, რომ მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ეწერა, 2020 წლის პირობებში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს არის პოლიტიური თაღლითობა - ამას უნდა დაერქვას თავისი სახელი. ამის შემდეგ გაიმართა საყოველთაო-სახალხო განხილვები, მართლაც ძალიან დიდი მასშტაბის და ქართულმა საზოგადოებამ ფართო წარმომადგენლობის მეშვეობით თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა იმ კონსტიტუციური ცვლილებების მიმართ, რომელიც საბოლოო ჯამში აისახა კონსტიტუციაში. ყველა გამოსვლის შემდეგ, მათ შორის, საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს ერთ-ერთი ჩვენგანი მაინც ვაფიქსირებდით, რომ იყო კამათი გუნდის შიგნით იმასთან დაკავშირებით, პროპორციული სისტემა უნდა ყოფილიყო თუ შერეული უნდა დარჩენილიყო. შემდეგ როდესაც გუნდში შედგა კონსენსუსი, რაც არ იყო მარტივი საქმე, ეს იყო ერთადერთი შანსი და გარანტია, რომ ჩვენი ქვეყანა გადასულიყო საბოლოო ჯამში, პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ ეს მოვახერხეთ. ჩვენ შევასრულეთ დანაპირები, რომ ჩვენი ქევეყანა საბოლოო ჯამში, გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ამის შემდეგ იყო ვენეციის კომისიის საოცრად პოზიტიური დასკვნა, რომლის რამდენიმე ასეული წინადადებიდან თქვენ კითხულობთ მხოლოდ ერთს, სადაც წუხილია ნახსენები, დანარჩენი მათ შორის, მთავარი დასკვნითი ნაწილი და რეკომენდაციები არის ძალიან პოზიტიური“, - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ სიმართლის ერთი პროცენტიც კი არ არის იმ ვეტოს მხარეს, რომელსაც მოტივირებული შენიშვნებით უნდა წარმოადგენდეს საქართველოს პრეზიდენტი.

მდინარაძის განცხადებით, ის ამ შენიშვნებს მოტივირებულს ნამდვილად ვერ დაარქმევდა. 

„პრეზიდენტმა თქვა უკანასკნელ შანსზე უარი, რომ ბოლოს მაინც პოზიტიური როლი შეესრულებინა საკონსტიტუციო რეფორმის ძალიან წარმატებულ და უკვე აღიარებულ პროცესში. მან შეგნებულად, მათ შორის, ოპოზიციის გავლენით დაამატა 2 შენიშვნა, რითაც უზრუნველყო, რომ ჩვენ ამას ვერ და არ გავითვალისწინებდით, საუბარი მაქვს ვეტოზე“, - განაცხადა მდინარაძემ.



 

 



 
დავიწყებ კონსულტაციებს, როცა მათი გადაწყვეტილება მიღებული იქნება

დავიწყებ კონსულტაციებს, როცა მათი გადაწყვეტილება მიღებული იქნება

დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება

დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება

„იტალიიდან იმისთვის წამოვედი, რომ დავმდგარიყავი იქ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა"

„იტალიიდან იმისთვის წამოვედი, რომ დავმდგარიყავი იქ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა"

გოგოლაშვილი ირანის საპროტესტო ნოტაზე: არ მგონია ამას ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვეს

გოგოლაშვილი ირანის საპროტესტო ნოტაზე: არ მგონია ამას ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვეს

გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს

გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

ირანის მხარეს უკვე ეცნობა, რომ აეროპორტში ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და რელიგიური გრძნობების შემლახავი ქმედება არ გამოვლენილა

ირანის მხარეს უკვე ეცნობა, რომ აეროპორტში ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და რელიგიური გრძნობების შემლახავი ქმედება არ გამოვლენილა

ხუხაშვილი ირანელი მგზავრებისათვის ჩადრის მოხსნაზე: ჩვენს სპეცსამსახურს ამის საშუალება უნდა მიეცეს

ხუხაშვილი ირანელი მგზავრებისათვის ჩადრის მოხსნაზე: ჩვენს სპეცსამსახურს ამის საშუალება უნდა მიეცეს


სარეკლამო ბანერი
1000 X 80