გაგარინის #10-ში მცხოვრები მოსახლეობის ქირის ხარჯებს მერია თავის თავზე აიღებს, აუცილებელია ამ სახლის დემონტაჟი
მთავარი

ipn.ge

2017-11-14 15:59:59

კომუნიკაცია შედგა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მოხდა მათი გაყვანა. ყველა ხარჯს მერია თავის თავზე აიღებს. ეს არის ქირის ხარჯები, - ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გაგარინის ქუჩაზე მდებარე სახლთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მოსახლეობასთან მოლაპარაკება შედგა.

„რაც შეეხება კონკრეტულ სახლს გაგარინის #10-ში, აუცილებელია მისი დემონტაჟი, რადგან ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ძალიან ბევრია ასეთი სახლები, შეიძლება ითქვას, რომ ყველა რაიონში არსებობს ავარიული სახლები. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ერთი არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რეაბილიტაციას, გამაგრებით სამუშაოებს და მეორე არის ის, რომ ინვესტორებს აუცილებლად შევუწყობთ ხელს, რომ პირადად აწარმოონ მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან და დათანხმების შემთხვევაში, სადაც თანხვედრაში მოვა ინვესტორის და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი, მერიის მხრიდან იქნება თანადგომა, რომ ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდეს და დააკმაყოფილოს ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ადგილას ცხოვრობენ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაგარინის #10-ში მდებარე სახლში, რომელიც ნგრევის პირას არის, 18 ოჯახი ცხოვრობს. ავარიული მდგომარეობის გამო, სახლის მიმდებარე ტერიტორია, სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული.    
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დონალდ ტრამპი:  არასდროს მითქვამს, რომ რუსეთი არჩევნებში არ ჩარეულა

დონალდ ტრამპი: არასდროს მითქვამს, რომ რუსეთი არჩევნებში არ ჩარეულა

სწრაფი ინტერნეტ სერვისები

სწრაფი ინტერნეტ სერვისები

პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის განცხადების მტკიცებულებად დართვას მოითხოვს

პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის განცხადების მტკიცებულებად დართვას მოითხოვს

ნატო-ს გაფართოება შეცდომაა და დიდ ზიანს აყენებს ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას

ნატო-ს გაფართოება შეცდომაა და დიდ ზიანს აყენებს ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას

დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები მკაცრდება

დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები მკაცრდება

ლევან კობერიძე აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პოზიცია არ შეუცვლია

ლევან კობერიძე აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პოზიცია არ შეუცვლია

სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ - დაახლოებით 6 მილიონ კვადრატულ მეტრზე მშენებლობების ნებართვები უკვე გაცემულია

სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ - დაახლოებით 6 მილიონ კვადრატულ მეტრზე მშენებლობების ნებართვები უკვე გაცემულია

სარეკლამო ბანერი
1000 X 80