სახალხო დამცველის პოსტზე ჩემი წარდგენის შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შემოთავაზება იარსებებს
მთავარი

for.ge

2017-11-14 16:47:04

ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, რომელიც ასევე დიდი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში საქმიანობდა, ეს შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შემოთავაზება იარსებებს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც მენაბდე ამბობს, კონსულტაციები არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ამ დრომდე არ გამართულა, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი კანდიდატურის შესახებ, სხვა კანდიდატურებთან ერთად, არასამთავრობო სექტორი მსჯელობს.

„არავითარი კონსულტაცია „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ მქონია. გავრცელებული ინფორმაცია არის აბსოლუტურად არასწორი. მეც, როგორც თქვენ, თვალყურს ვადევნებ საინფორმაციო სივრცეში გაჟღერებულ სიახლეებს. ჩემთვისაც ეს საკითხი სწორედ ამგვარად გახდა ცნობილი. ოფიციალური შემოთავაზება და კონსულტაცია არ მქონია არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან.

პირველ რიგში, ის, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და ამ კონტექსტში ჩემი სახელი და გვარი არის გაჟღერებული, ძალიან დიდი პატივია, რადგან სახალხო დამცველის თანამდებობა და ინსტიტუტი კონსტიტუციურად ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, დიდი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში საქმიანობდა, ეს შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შემოთავაზება იარსებებს. რაც შეეხება კონკრეტიულ პოლიტიკურ ძალებთან ამ საკითხის განხილვას, კიდევ ვიმეორებ, რომ არ მომხდარა. ეს არის პარლამენტის, საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტი. სწორედ მან უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, ვინ გახდება საქართველოს სახალხო დამცველი. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანის სახელი და გვარი გაჟღერდა. ჩვენ, აკადემიურ სივრცეს, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ კონსულტაციის ფორმატით შეგვიძლია ჩავერთოთ დეპუტატებთან ამ საკითხების განხილვაში. საბოლოო გადაწყვეტილებას, ცხადია, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, კანდიდატის წარდგენასაც და მის დამტკიცებასაც, პარლამენტი წყვეტს“, – ამბობს მენაბდე.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციურმა ფრაქციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატად პარლამენტს არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე, შესაძლოა, სწორედ ვახუშტი მენაბდის კანდიდატურა წარუდგინოს. 
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დონალდ ტრამპი:  არასდროს მითქვამს, რომ რუსეთი არჩევნებში არ ჩარეულა

დონალდ ტრამპი: არასდროს მითქვამს, რომ რუსეთი არჩევნებში არ ჩარეულა

სწრაფი ინტერნეტ სერვისები

სწრაფი ინტერნეტ სერვისები

პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის განცხადების მტკიცებულებად დართვას მოითხოვს

პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის განცხადების მტკიცებულებად დართვას მოითხოვს

ნატო-ს გაფართოება შეცდომაა და დიდ ზიანს აყენებს ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას

ნატო-ს გაფართოება შეცდომაა და დიდ ზიანს აყენებს ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას

დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები მკაცრდება

დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები მკაცრდება

ლევან კობერიძე აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პოზიცია არ შეუცვლია

ლევან კობერიძე აცხადებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პოზიცია არ შეუცვლია

სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ - დაახლოებით 6 მილიონ კვადრატულ მეტრზე მშენებლობების ნებართვები უკვე გაცემულია

სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ - დაახლოებით 6 მილიონ კვადრატულ მეტრზე მშენებლობების ნებართვები უკვე გაცემულია

სარეკლამო ბანერი
1000 X 80