გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსი „თბილსერვის ჯგუფმა“ დაასუფთავა
მთავარი

for.ge

2017-12-07 21:04:29

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, საგამოძიებო უწყებებმა დღეს მუშაობა დაასრულეს და „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხვალიდან, თბილისის მერიის ლაბორატორია საცხოვრებელ კორპუსს შეამოწმებს და დაადგენს, თუ რამდენად შეესაბამება ის უსაფრთხოების ნორმებს.

კახა კალაძის განცხადებით, თუ დადგინდა, რომ კორპუსი ავარიულია, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი,  კორპუსის შემოწმების შემდეგ დაიწყება. 

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის გამგებელს, კახა ლაბუჩიძეს იმისთვის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია დაზარალებულ ოჯახებთან. კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ თბილისის მერია, ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ,  მოწესრიგდება და ძალიან მალე მოგვარდება.  არსებული საცხოვრებელი ფართები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. უახლოეს პერიოდში, შესაბამისი სამსახურები სამუშაოების განხორციელებას დაიწყებენ, მოვაწესრიგებთ ყველაფერს და კორპუსს პირველადი სახე მიეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეოთხე კონფერენცია გაიხსნა

საფრანგეთში მატარებელთან შეჯახების შედეგად სასკოლო ავტობუსი ორად გაიყო, დაიღუპნენ და დაშავდნენ ბავშვები

”ისლამური სახელმწიფო” ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო აშშ-ს ემუქრება

კახა კალაძე პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო

არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანები ჩამოყავთ, რათა გარკვეული ტერიტორიები უკანონოდ მონიშნონ, ან პატარა შენობა ააშენონ

იმდენად ბევრი არგუმენტი გვაქვს სააკაშვილზე სასაუბროდ, ნამდვილად არ მჭირდება პუტინის გამონათქვამების დახმარება

საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ელემენტარული რეიტინგი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს? წელს 2%-მდე დავიდა რეიტინგი და გაუთანაბრდა ”მარაოს” რეიტინგს

რუსეთის სამხედრო ხარჯების შემცირების შესახებ კითხვამ ვლადიმერ პუტინს ანეკდოტი გაახსენა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80