იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას ძალიან შემაშფოთებელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს
მთავარი

ipn

2017-12-07 21:26:54

იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას ძალიან შემაშფოთებელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

„ეს ძალიან მყიფე კონტექსტია და ამ განცხადებას შეუძლია უკან დაგვწიოს. ევროკავშირს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი რეალისტური გზა არის ორი სახელმწიფოს ფორმულა, რომლის ფარგლებში იერუსალიმი როგორც ისრაელის, ასევე პალესტინის დედაქალაქი იქნება. ევროკავშირი მომავალშიც განაგრძობს იერუსალიმის საკითხზე საერთაშორისო კონსენსუსის მხარდაჭერას, ვიდრე საბოლოო სტატუსი არ გადაწყდება ისრაელსა და პალესტინას შორის უშუალო მოლაპარაკებების შედეგად. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ მხარეებმა თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია“, - განაცხადა მან.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.
ივანიშვილი: პაატა ბურჭულაძემ 9 მილიონი მომთხოვა

გია გაბრიჭიძე ეკა კვესიტაძეზე: აშკარად არ გამოსდის, მაგრამ ჯიუტად ასრულებს უკვე განწირულ „მისიას“!

ნანა გაგუა: საბოლოოდ ვიხილე შერკინება-შებრძოლება-შტურმი და ისტერიული ფეხების ბაკუნი „ჰაიტ! ბიძინ-გიაუროოო!“

მირიან ყარაულაშვილი: ამ ბინძური სულის მდედრს თავხედობაში უხდიან ამხელა ფულს მხოლოდ?!

დარეჯან ლიპარტელიანი: ეს ქალი ჟურნალისტიკის დიდი სირცხვილია!

ბონდო მძინარაშვილი: ირაკლი სესიაშვილის ვაჟი მამამისის გამო ქვეყნიდან უნდა წავიდეს და სადღაც სხვაგან დაიწყოს მუშაობა?!

“რუსთავი 2 რომ გამორთოთ, დღეს ქვეყანაში წინსვლის და წარმატების მეტს ვერაფერს ნახავთო… არ არის ახლა ეს ნაძირალა?”

ივანიშვილი: "მაქსიმუმ 1 წელიწადში, ყველას თავისი სახელი დაერქმევა და თავისი ადგილი ექნება"

სარეკლამო ბანერი
1000 X 80