დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანის მთავრობას აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
მთავარი

ipn.ge

2018-01-13 13:44:31

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„აშშ შეწუხებულია იმით, რომ 12 იანვარს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუხთარლი საქართველოში 30 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში ჩაიყვანეს, სადაც კონტრაბანდაში წაუყენეს ბრალი, რომელიც ფართო წრეებში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა.

მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას გაათავისუფლონ მუხთარლი და ყველა პირი, ვინც სასჯელს საკუთარი ძირითადი უფლებების დაცვისთვის იხდის.

ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას მუხთარლის გატაცების საქმეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სრული, გამჭირვალე და დროული“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დავით ოქიტაშვილი: არ მგონია გონიერმა ადამიანმა ფაშიზმი დააბრუნოს

“ჟურნალისტებთან სიარულს, ურჩევნია ფსიქიატრებს მიმართოს, ან მჩხიბავებს, რომელიც ივანიშვილს ასე ძალიან უყვარს“

ცოტნე გამსახურდია საპატრიარქოს აკრიტიკებს – მტერს „ბაბაია“ არ უნდა ვეძახოთ

“კურდღლის რამაზე აწყობილი “მგელი” ჟურნალისტები ბიძინასთან პირდაპირ ეთერზე არ მიდიან – შალვა რამიშვილი

“ახლა აღარ არის, ბატონო ბიძინა, „კავკასია“ საინტერესო ტეელვიზია? რა ვიცი, 2012 წლის არჩევნებამდე კარგად იჯექით, ხოლმე, აქუსთან… “

ბითაძე: სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა

არჩევნების წინ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს საეჭვო ფული ქვეყნიდან გააქვთ

ხარაგაულთან რკინიგზის მშენებლობაზე სატვირთოები ერთმანეთს შეეჯახნენ - არის მსხვერპლი

სარეკლამო ბანერი
1000 X 80