ისრაელის მთავრობის მიერ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობა ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს
მთავარი

ipn.ge

2018-01-13 15:15:57

ისრაელის მთავრობის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების შენება ხელს არ უწყობს ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„ვთვლით, რომ ისრაელის ასეთი მიდგომა არ უწყობს ხელს პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნას, რომლის ფარგლებშიც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე“, - ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ისრაელის მიერ პალესტინის დასახლებებში, მათ შორის იერუსალიმის აღმოსავლეთში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა არაკანონიერია.

„ამასთანავე, ცხადია, რომ ისრაელის მიერ მშენებლობების გაგრძელება ძირს უთხრის პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ორმხრივი მოლაპარაკების პერსპექტივებს და ამცირებს ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და საიმედო მშვიდობის დამყარების შანსებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით ისრაელს მოსთხოვა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა დასახლებების შენება პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისრაელის მხარემ მაშინვე განაცხადა, რომ ამ დოკუმენტის პირობებს არ შეასრულებდა. გასული წლის აგვისტოს ბოლოს კი პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფო გააგრძელებდა იორდანის დასავლეთ ნაპირზე მშენებლობასა და დასახლების განვითარებას.
რიკარდ იოზვიაკი:  ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი სამშაბათს განიხილება

ლაშა ნაცვლიშვილი: „რუსთავი 2"-ის ეთერში სააკაშვილის ადვოკატი გიორგი მარგველაშვილი ლაპარაკობდა!

გაიხსენეთ, ჯერ კიდევ როდის ბლოკავდა მიშასნაცვალი პროკურატურის კანონიერ მოთხოვნას შესყიდვებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის თაობაზე

დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ვეთანხმები - კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია

მამუკა მდინარაძე:  ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის

იქნება მსჯელობა დეტალებზე, ამ საკითხზე ზოგადი პასუხის გაცემა არ შეიძლება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80