საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს, რომელიც ოდესაში მეხმარებოდა, აპატიმრებენ - ის არაფერ შუაშია, მთელი ისტორია მე მეხება, ჩემს გაჩუმებას ცდილობენ
მთავარი

ipn.ge

2018-01-13 21:20:58

კიევში დღეს საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის თემურ ნიშნიანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. თემურ ნიშნიანიძეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისება, შეთქმულება და არაკანონიერი შემოსავლების გათეთრება.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს, რომელიც ოდესაში მას ეხმარებოდა, აპატიმრებენ შვიდი წლის წინანდელი „საქმის“ გამო, მაშინ როცა მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა. 

„ერთხელ ვთქვი, რომ თემურის ბედი იმაზეა დამოკიდებული, გავჩუმდები თუ არა. მე, რა თქმა უნდა არ გავჩუმდი. 

1961 წლის ვენის კონვენციის მიხედვით, მსოფლიოში არსად არ დაუპატიმრებიათ დიპლომატი. მე არ ვიცი პოროშენკო რომელ უმაღლესში სწავლობდა. პირველივე კურსზე ასწავლიან, რომ არ შეიძლება დიპლომატის დაპატიმრება დიპლომატიური ფუნქციის შესრულებისას განხორციელებული საქმიანობის გამო. ჩემთან დაკავშირებით მან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმა დაარღვია და მოქალაქეობის გარეშე დამტოვა, თემურთან დაკავშირებით კი პირდაპირ ირღვევა ვენის კონვენცია დიპლომატიურ სამსახურთან დაკავშირებით. მსოფლიოში არსად არ ასამართლებენ დიპლომატებს, ისინი დიპლომატიურ იმუნიტეტს იყენებენ. ველური, ლუცენკოსავით ოროსანი უნდა იყო, გაუნათლებელი, თუმცა განათლებაც არაფერ შუაშია, სინდისი არ უნდა გქონდეს. ლუცენკო ქურდია. რაც აქ ხდება პირდაპირი დარღვევაა საერთაშორისო უფლებების. 

ეს სუფთა პოლიტიკური საქმეა. ვენის კონვენციის მიხედვით, თემური 10-ჯერ უარესი დამნაშავეც რომ იყოს, მისი გასამართლება არ შეიძლება. ესენი ოროსანი ქურდები არიან, რომლებმაც არ იციან ელემენტარული კანონები და კონვეციები. მათთვის კანონი არ არსებობს.

მე გამაფრთხილეს, რომ მას დააპატიმრებდნენ და აი, აპატიმრებენ. მე ჩემს მორალურ ვალდებულებად ვთვლი ამ ადამიანს მხარი დავუჭირო, ვინაიდან ვიცი სად არის ძაღლის თავი დამარხული. ის საერთოდ არაფერ შუაშია. მთელი ისტორია მე მეხება და ჩემს გაჩუმებას ცდილობენ“, - განაცხადა ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა. 
რიკარდ იოზვიაკი:  ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი სამშაბათს განიხილება

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი სამშაბათს განიხილება

ლაშა ნაცვლიშვილი: „რუსთავი 2"-ის ეთერში სააკაშვილის ადვოკატი გიორგი მარგველაშვილი ლაპარაკობდა!

ლაშა ნაცვლიშვილი: „რუსთავი 2"-ის ეთერში სააკაშვილის ადვოკატი გიორგი მარგველაშვილი ლაპარაკობდა!

გაიხსენეთ, ჯერ კიდევ როდის ბლოკავდა მიშასნაცვალი პროკურატურის კანონიერ მოთხოვნას შესყიდვებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის თაობაზე

გაიხსენეთ, ჯერ კიდევ როდის ბლოკავდა მიშასნაცვალი პროკურატურის კანონიერ მოთხოვნას შესყიდვებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის თაობაზე

დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ვეთანხმები - კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ვეთანხმები - კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები თანხვედრაშია

მამუკა მდინარაძე:  ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის

მამუკა მდინარაძე: ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის

იქნება მსჯელობა დეტალებზე, ამ საკითხზე ზოგადი პასუხის გაცემა არ შეიძლება

იქნება მსჯელობა დეტალებზე, ამ საკითხზე ზოგადი პასუხის გაცემა არ შეიძლება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80