რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს
მთავარი

რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს

რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს
ipn.ge

2018-02-13 13:37:41

რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს ანუ, ის, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღემდე არ აქვს ოფიციალურად ზიარების უფლება, არ ნიშნავს, რომ არ მიეტევება ცოდვა. არა, უბრალოდ ჯერ წმინდა სინოდალური კომისიის მიერ მასალების გამოკვლევა უნდა მოხდეს“, – ამის შესახებ „ინტერპესნიუსს“ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, აღსარებისა და ზიარების უფლება, თავისთავად, არ არის საზოგადოების განსახილველი საკითხი, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიტიკური მნიშვნელობა მიიღო.

„თუ მას მიეცემა ზიარების უფლება, ეს იმას ნიშნავს, რომ სინოდი მხარს უჭერს მის უდანაშაულობას. ამას ასე ჩვენ არ განვიხილავთ. პოლიტიკურ ჭრილში განიხილება ეს საკითხი უკვე მთლიანად. რადგანაც ასეა, სინოდის წინა სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც დასრულდება გამოძიება, შეიქმნება სინოდალური კომისია და განიხილავს გამოძიების საკითხს. ოფიციალური დასკვნა რომ დადოს, ამისთვის ყველა არგუმენტი უნდა არსებობდეს. ერთი მხრივ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ სახელმწიფოს ვუცხადებთ ნდობას, ვენდობით და მან უნდა გამოიძიონ ეს საკითხი, მაგრამ როგორც კი გამოძიება დასრულდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, ამის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ ამას და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას: რა ფორმით, რა პირობით შეიძლება ეს მოხდეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღსარების თქმის უფლება აქვს და ამბობს კიდევაც. რაც შეეხება ზიარების საკითხს, მიტროპოლიტის განცხადებით, საეკლესიო სასამართლო განსხვავდება საერო სასამართლოსგან იმით, რომ საეკლესიო სასამართლო ძირითადად დამყარებულია აღსარებაზე, ანუ რასაც ადამიანი მალავს და რასაც არ ამბობს, პასუხისმგებლობა მასზეა. სახელმწიფო სასამართლოს შემთხვევაში ეს ასე არ არის.

„რადგან ზიარებამ პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, ამიტომ ჩვენც იძულებული ვართ ბოლომდე შევისწავლოთ, ბოლომდე გამოვიძიოთ და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ მისი ზიარების საკითხი. ამიტომ ამას ცოტა დრო დასჭირდება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, სინოდალური კომისია სინოდზე უნდა შეიქმნას. მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ სინოდის შემდეგ სხდომაზე ამაზე იმსჯელონ.

„როდის იქნება ეს სხდომა, ძნელია თქმა. ზოგადად, წელიწადში ორჯერ არის სინოდის სხდომა. სავარაუდოდ, ალბათ, მაისში გაიმართება და ამ სხდომაზე იქნება მსჯელობა. ვერ გეტყვით ამ საკითხზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი. მე ჩემს გადაწყვეტილებას ვიტყვი. გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე უმრავლესობის მიერ მიიღება“, – განმარტა მიტროპოლიტმა.

კითხვაზე, როგორი იქნება მეუფის პოზიცია სინოდზე ამ საკითხთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ საკითხის შესწავლამდე ამჟამად ამაზე საუბარი უჭირს.

„მე უნდა შევისწავლო ეს საკითხი. სინოდის წინ დაგვირიგდება მასალები და გავეცნობით. ამ წუთას ვერ გეტყვით. თავიდან მე მომხრე ვიყავი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაგვეკეთებინა, მაგრამ შემდეგ უწმინდესმა ბრძანა, რომ არ ღირს აჩქარება ასეთ საკითხში. მე მინდა, რომ დროზე მოხდეს საკითხის გამოკვლევა და დროზე ეზიაროს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. რაც არ უნდა დანაშაული ჩაიდინოს ადამიანმა, მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს ანუ, ის, რომ მას დღემდე არ აქვს ოფიციალურად ზიარების უფლება, არ ნიშნავს, რომ არ მიეტევება ეს ცოდვა. არა, უბრალოდ ჯერ მასალების გამოკვლევა უნდა მოხდეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

 სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადა

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადა

თაროდან ჩამოღებული ბადრი პატარკაციშვილის საქმე - პროკურატურამ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

თაროდან ჩამოღებული ბადრი პატარკაციშვილის საქმე - პროკურატურამ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

სახალხო დამცველი ადასტურებს: სუბელიანმა თვითმკვლელობა ჩანაწერების გამო სცადა

სახალხო დამცველი ადასტურებს: სუბელიანმა თვითმკვლელობა ჩანაწერების გამო სცადა

„არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ასეთ, ან უფრო სკანდალურ ჩანაწერს ვიხილავთ“

„არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ასეთ, ან უფრო სკანდალურ ჩანაწერს ვიხილავთ“

„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი2“-ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას

„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი2“-ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება

„სარალიძეს ფული აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისაგან“…

„სარალიძეს ფული აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისაგან“…


სარეკლამო ბანერი
1000 X 80